fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

ცნობილი გახდა საბერძნეთში კორონავირუსის პირველი მსხვერპლის ვინაობა

როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, საბერძნეთში დღეს კორონავირუსისგან გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. გარდაცვლილი 66 წლის მამაკაცი მომლოცველთა იმ ტურისტული ჯგუფის წევრი იყო, რომელიც 27 თებერვალს ისრაელიდან, წმინდა ადგილებიდან დაბრუნდა.

ბერძნული პრესის ცნობით, გარდაცვლილი ქალაქ ამალიადის მკვიდრი მანოლის აღიომირიანაკისია. იგი პოლიტიკური აქტივობით გამოირჩეოდა, არჩეული იყო რეგიონული თვითმმართველობის ორგანოში, სადაც საკუთარ ქალაქს წარმოადგენდა.

აღიომირიანაკისი კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ჰერაკლიონში დაიბადა. იგი პროფესიით მათემატიკოსი იყო, 33 წლის განმავლობაში ასწავლიდა სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში; 1974 წელს, საბერძნეთში სამხედრო დიქტატურის დამხობის შემდეგ, საბერძნეთის სოციალისტური პარტიის – „პასოკის“ წევრი გახდა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში მანოლის აღიომირიანაკისის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. პატრის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close