საქართველოსაზოგადოება

დედაქალაქის მერია „სითი პარკის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული 850 ათასი ლარის ჯარიმების ჩამოწერას გეგმავს

დედაქალაქის მერია „სითი პარკის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული 850 ათასი ლარის ღირებულების ჯარიმების ჩამოწერას გეგმავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება დაავალა.

„კომპანია „სითი პარკთან“ ჩვენ 2018 წლის 10 აპრილს გავწყვიტეთ ხელშეკრულება ცალმხრივად. კომპანიამ სასამართლოში დაიწყო დავა, ემზადებოდა არბიტრაჟში წასასვლელად. მოვახერხეთ, რომ მოვილაპარაკეთ.

დღეის მდგომარეობით აღარც სასამართლოშია დავა და კომპანია არბიტრაჟში წასასვლელადაც აღარ ემზადება. წამოვიღეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები, სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც ამ სისტემის სამართავად არის საჭირო. ჩვენ შევისყიდეთ ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება, ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს, ეს იყო ერთ-ერთი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი.

ჩვენ გვახსოვს, რამდენი უკმაყოფილება იყო ამ კომპანიის მიმართ. დღეს ამ საქმიანობას აგრძელებს ჩვენი სატრანსპორტო კომპანია, „თბილისი პარკინგი“. დაახლოებით წლის განმავლობაში მილიონ 200 ათასი ჯარიმა იწერებოდა „სითი პარკის“ მიერ. მას შემდეგ, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია ოპერირებს, დაახლოებით 5 ათასი ჯარიმა იწერება და ქალაქში არის წესრიგი, არ არსებობენ უკმაყოფილო ადამიანები. მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ეს ჯარიმები, დაახლოებით 850 ათასი ლარის ღირებულების. აქ იგულისხმება ჯარიმები, რომლებიც გადაცემულია აღსრულების ბიუროს და რომლის ფარგლებში იძულებითი ღონისძიებების გატარება უწევს უწყებას. მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის წარდგენა პარლამენტისთვის. იმედია, პარლამენტი მხარს დაგვიჭრეს და გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close