ვიდეოსაზოგადოებასაბერძნეთი

სიყვარულით მიღებული თაფლი – ბერძენი ვირტუოზი მეფუტკრის საოცარი ვიდეო

ფერმერს ელიდიდან (ბერძნული ნომი, რომელიც პელოპონესის ჩრდილო-დასავლეთით, პერიფერიაში მდებარეობს), არის სპიროპულოსს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ფუტკრებთან: მას ისინი გულწრფელად უყვარს და ფუტკრებიც კეთილგანწყობილები არიან მის მიმართ.

არისი ამით ამაყობს – მან თავად განათავსა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საოცარი ვიდეო, რომლის ყურება ერთგვარ შიშსაც კი მოგგვრით – ამდენმა ფუტკარმა, ღმერთმა არ ქნას და, რომ დაკბინოს ადამიანი, ნამდვილად ვერ გადარჩება… თუმცა არა, არისის ფუტკრებს აზრადაც არ მოსდით თავიანთი პატრონის დანესტვრა და ვიდეოში ჩანს, როგორ მეგობრულად არიან განწყობილნი მის მიმართ.

„როდესაც ყველაფერ ცოცხალს სიყვარულს ჩუქნით, ისინიც იმავეს გიბრუნებენ“, – დაწერა არისმა თავის პოსტში.

ამბობენ, რომ სიყვარულით მოპოვებული თაფლი საოცარი თერაპიული თვისებებით გამოირჩევა. არის სპიროპულოსს არ აკლია კლიენტები, რომლებსაც სურთ განსაკუთრებული თაფლი იგემონ.

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close