პოლიტიკასაქართველო

კახა კუჭავა იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ენრიკო ვალვოს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და განიხილეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერების პერსპექტივები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-იტალიის ორმხრივ დიპლომატიურ, კულტურულ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროსა და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით. ასევე, აღინიშნა, რომ არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პერსპექტივები ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებებით. მხარეებმა ასევე განიხილეს იტალიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტის დეტალები.

კახა კუჭავამ და ენრიკო ვალვომ შემდგომი მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close