fbpx
კინო/ფილმებიმსოფლიო

რა დევს „ოსკარის“ 225 000 დოლარის ღირებულების სასაჩუქრე ყუთში?

„ოსკარის“ ნომინანტობა კარიერული წინსვლის და უფრო მნიშვნელოვანი როლების მიღების წინაპირობა ხშირად გამხდარა. წელს კი ნომინანტები ამ ყველაფერთან ერთად ძვირადღირებულ კრუიზში დაისვენებენ და ასევე ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებს ჩაიტარებენ, რადგან ეს ის საჩუქრებია, რომლებიც „ოსკარის” ნომინანტებს საჩუქრად გაეგზავნათ.

ლეშ ფერის დაარსებული ფონდი უკვე 18 წელია სასაჩუქრე ყუთებს უგზავნის „ოსკარის” ნომინანტებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აქამდე ასეთი ძვირადღირებული, როგორიც წელსაა, ჯერ არ ყოფილა.

წელს საჩუქრების სიაში $78 000-იანი 12-დღიანი იახტ-კრუიზი და $20 000-იანი სახის გამაჯანსაღებელი პროცედურები შედის.

80-მდე ნივთს შორისაა სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელი, გაჯეტები და 24-კარატიანი მოოქრული ელექტროსიგარეტი, რომლის ჰოლივუდში მოხმარების ტრენდად დამკვიდრებაში ლეონარდო დიკაპრიოს წვლილი დიდია. ყუთში საბოლოო ჯამში $225 000-ის საჩუქრებია მოთავსებული.

ლეშ ფერის თქმით, ის მსახიობები და რეჟისორები, რომლებმაც ყუთი მიიღეს, მართალია მდიდრები არიან, მაგრამ საჩუქრებით ის მათ დამსახურებას უსვამს ხაზს და ასე გამოხატავს პატივისცემას. ამასთან, ფერიმ აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ სარფიანი ბიზნესიცაა და სხვადასხვა ბრენდს საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქცია ცნობილ ადამიანებთან დააკავშიროს.

report.ge

და მაინც, რა დევს „ოსკარის “ სასაჩუქრე ყუთში? ცნობისმოყვარეებს ამ ფოტოს ვთავაზობთ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close