fbpx
მსოფლიოკრიმინალი

ლიკვიდირებულია ჯარისკაცი, რომელმაც 26 ადამიანი მოკლა

BBC-ის ცნობით, 32 წლის ტაილანდელი ჯარისკაცი ჯაკრაპანტ ტომა ლიკვიდირებულია, მან ტაილანდის ქალაქ ნახონ რატჩასიმის სავაჭრო ცენტრში 26 ადამიანი მოკლა.

ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდასხმამდე მამაკაცმა მეთაური მოკლა და სამხედრო ბანაკიდან იარაღი მოიპარა, მოგვიანებით ის ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, ცეცხლი გახსნა და მძევლები აიყვანა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 26 და დაჭრილია 57 ადამიანი.

მამაკაცმა სოციალურ ქსელში ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვიების ფოტო ატვირთა, წარწერით : „აღელვების დროა, სიკვდილს ვერავინ აიცილებს“. თავდასხმის დროს კი ვიდეო გაავრცელა.

ფეისბუქის ადმინისტრაციამ ჯარისკაცის ფეისბუკპროფილი გააუქმა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close