საქართველოსაზოგადოებატექნოლოგიები

წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტი „ვებსტერი“ საქართველოში შემოდის

წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტი, საერთაშორისო განათლების ლიდერი „ვებსტერი“ (WEBSTER UNIVERSITY) რეგიონში პირველ კამპუსს საქართველოში, „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე გახსნის, სადაც ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი და ინოვაციური უმაღლესი სასწავლო დაწესებულება – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ავრცელებს.

ვებსტერის კამპუსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის – ჰოლანდიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში მდებარეობს.

BTU-ს ცნობით, ვებსტერის უნივერსიტეტის რეგიონში შემოსვლა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, 2021 წლიდან ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში ქვეყნის დატოვების გარეშე მიიღონ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინოვაციური პროგრამები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადამზადების პროგრამა, მაღალი ხარისხი და მნიშვნელოვანი პარტნიორები, ძლიერი ტექნოლოგიური ბაზა, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, შექმნილი ეკოსისტემა – ეს იმ მიზეზების ნაწილია, რომელთა გამოც ამერიკულმა უნივერსიტეტმა არჩევანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და „სილიკონ ველი თბილისზე“ გააკეთა.

ვებსტერის უნივერსიტეტი 2000-მდე კვადრატული მეტრის ფართობზე „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე განთავსდება, სადაც ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სამუშაო სივრცეები მოეწყობა.

Forbes-ის უნივერსიტეტების 2019 წლის ტოპ-რეიტინგში შესული ვებსტერის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან, 1915 წლიდან ლიდერობს და დღეს ფლობს კამპუსებს ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე.

2018 წელს, საზღვარგარეთ განხორციელებული პროგრამებით, ვებსტერი აშშ-ის #4 სასწავლებელი გახდა „ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტების’’ რეიტინგში, სადაც აშშ-ის 1500 სასწავლებლიდან მხოლოდ 44 მოხვდა.

ვებსტერის რეპუტაციას განაპირობებს მისი, როგორც აშშ-ს ერთერთი საუკეთესო სასწავლების წარმოჩენა მრავალი გავლენიანი სარეიტინგო სისტემის მიერ, როგორიცაა: Washington Monthly, College NET, National Council for Accreditation of Teacher Education (NCATE), College Choice,  AccreditedSchoolsOnline.org, Military Times და სხვა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close