fbpx
მსოფლიოnews

მადრიდის თავზე 5 საათის განმავლობაში ტექნიკურად გაუმართავი თვითმფრინავი დაფრინავდა (ვიდეო)

კანადური ავიაკომპანიის, AIR CANADA-ს კუთვნილ თვითმფრინავს მოუწია, ავარიულად დამჯდარიყო მადრიდში. ავარიული დაშვების მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

ბრიტანული მედიის ცნობით, თვითმფრინავს შასის ნაწილი მოსძვრა და ძრავაში შევარდა. „ბოინგ 767“ მადრიდიდან ტორონტოში მიფრინავდა, ბორტზე 128 მგზავრი იმყოფებოდა, თუმცა აფრენიდან დაახლოებით 30 წუთში პილოტმა მადრიდის აეროპორტს ავარიული დაშვებისთვის მიმართა.

თვითმფრინავის ავზებში საწვავის მინიმუმამდე დასაყვანად და დაშვებისას აფეთქების თავიდან ასაცილებლად ხომალდი ხუთი საათის განმავლობაში დაბალ სიმაღლეზე, მადრიდის ცაში წრეებს ურტყამდა, სანამ ადოლფო სუარეს-ბარახასის აეროპორტში დაეშვებოდა.

აეროპორტში სპეცტექნიკის სრული მობილიზაცია იყო, თუმცა, საბედნიეროდ, დაშვებამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close