fbpx
მედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

უჰანში 10 დღეში აშენებული საავადმყოფო პირველ პაციენტებს იღებს

3 თებერვალს პირველი პაციენტები მიიღო ჩინეთის ახალმა, 1000-საწოლიანმა საავადმყოფომ, რომელიც ქალაქ უჰანში, კორონავირუსის ეპიდემიის შედეგებთან გასამკლავებლად, 10 დღეში ააშენეს. საავადმყოფოს ჰუოშენშანი – ცეცხლის მთის ღმერთი დაარქვეს.რამდენიმე დღეში გაიხსნება მეორე, 1500-საწოლიანი საავადმყოფოც, რომლის მშენებლობაც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ეს საავადმყოფოები უჰანში და მიმდებარე ქალაქებში კორონავირუსით დაავადებულებს მოემსახურება. ამ რეგიონში 50 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩინეთის ხელისუფლებამ ამ ქალაქებში მიმავალი სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო გზები გადაკეტა ეპიდემიის შესაკავებლად, რომლითაც 17 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული. გარდაცვლილია 360-ზე მეტი.

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ უჰანში, საავადმყოფოს დასაკომპლექტებლად 1400 ექიმი, მედდა და სხვა პერსონალი მიავლინა.

ჰუოშენშანის ასაშენებლად 7-ათასკაციანი ბრიგადა მუშაობდა. სახელმწიფო მედია ხშირად აქვეყნებდა მუშების ფოტოებს და მათ თავდადებაზე წერდა.

60 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე განლაგებულ ორსართულიან საავადმყოფოში რეანიმაციის 30 განყოფილებაა.საავადმყოფოს ნახევარი იზოლირებული პალატებისგან შედგება. შენობას ვენტილაციის საგანგებო სისტემა აქვს. საავადმყოფოს თანამშრომლებს შეუძლიათ პაციენტებს საკვები და მედიკამენტები ისე მიაწოდონ, რომ თავად პალატებში არ შევიდნენ. ჰოსპიტალში დამონტაჟებულია ინფრაწითელი სკანერები, რომლებსაც შეუძლიათ ამოიცნონ, თუ რომელიმე თანამშრომელი დაავადებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სიცხის ნიშნებს აჩვენებს.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ჩინეთი ელვის სისწრაფით აშენებს საგანგებო საავადმყოფოს. 2003 წელს, SARS-ის ეპიდემიის დროს პეკინში ერთ კვირაში ააგეს სპეციალიზებული ჰოსპიტალი ამ ვირუსით დაავადებულებისთვის.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close