fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რიხტერის სკალით 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ბერძნული კუნძულებიდან – როდისიდან და კარპატოსიდან სამხრეთით, ეგეოსის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ასეთია ათენის გეოდინამიკის ინსტიტუტის მონაცემები. ამის შესახებ Ekathimerini წერს.

მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელიც დღეს ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მოხდა, ზღვაში იყო, კარპატოსიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 74 კმ-ის დაშორებით. მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ-ზე მეტ სიღრმეზე დაფიქსირდა.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამავე რეგიონში დღეს გამთენიისას, 03:28 საათზე 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მიხდა, კარპატოსიდან 78 კმ-ის და კრეტის ქალაქ აგიოს ნიკოლაოსიდან 138 კმ-ის დაშორებით.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close