საქართველოსაზოგადოება

ცოტნე გამსახურდია ექიმებმა გააღვიძეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია, რომელიც ამ დრომდე თურქეთის კლინიკაში ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმებმა გააღვიძეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ცოტნეს უფროსი ძმა, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კარგი ამბავი: სანდო წყარომ მამცნო ისტანბულის აჩიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს.

ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადეკვატურად აღიქვამს, თუმცა, მართვითი სუნთქვის აპარატის გამო, ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია.

respect  ამ ექიმების მიმართ – მათ მართლაც ყველაფერი გააკეთეს“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

ცოტნე გამსახურდიას ცოლის, ანა ჯაბაურის ინფორმაციით კი, ცოტნეს სამკურნალო ნარკოზი დაახლოებით ორი კვირაა მოხსნილი აქვს და, შესაბამისად, იგი სწორედ მაშინ გააღვიძეს, მაგრამ ეს ფაქტი ცნობილი არ იყო ინფორმაციის გაცემის აკრძალვის გამო.

„ეს ფაქტი ცნობილი არ იყო ინფორმაციის გაცემის აკრძალვის გამო. ამჟამად ზემოთ აღნიშნული აკრძალვა მოხსნილია, შესაბამისად, გაღვიძების შესახებ ინფორმაცია დღეს გახმაურდა. სედაციის მოხსნის შემდეგ პაციენტს სჭირდება გარკვეული დრო ამა თუ იმ ფუნქციის აღსადგენად. ცოტნეს მდგომარეობა ძალიან ნელა, მაგრამ მაინც უმჯობესდება, შეინიშნება დადებითი დინამიკა. მართვით სუნთქვაზე თითქმის აღარაა (იშვიათად გადაჰყავთ მცირე ხნით, ცოტნეს დასუსტებული ორგანიზმის დასასვენებლად). მიუხედავად, იმისა, რომ ექიმების თქმით, ჯერჯერობით იგი მხოლოდ ტკივილზე რეაგირებს, მასთან ჩემი დაკონტაქტებისთანავე მეც და მედპერსონალმაც ემოციის გამოხატვის აშკარა ნიშნები შევნიშნეთ ცოტნეს, რის გამოც ექიმებმა მირჩიეს, ნაცვლად პაციენტის ნახვის დაწესებული ერთი საათისა, მასთან მთელი დღე გავატარო ხოლმე“, – წერს ანა ჯაბაური.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას შემდეგ ის ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. თბილისში ჩატარებული ორი ოპერაციისა და ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, იანვრის დასაწყისში, ოჯახის მოთხოვნით, იგი თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close