fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალია: 6000 ადამიანი საკრუიზო გემზეა ჩაკეტილი კორონავირუსის საფრთხის გამო

ჰონკონგის 2 მოქალაქე, ცოლ-ქმარი, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ ჩინური კორონავირუსით ინფიცირებულები არიან, დახურულ ჰოსპიტალში მოათავსეს საკრუიზო გემ COSTA CROCIERE-ზე – ამის თაობაზე დღეს იტალიური მედიასაშუალებები იუწყებიან.

საკრუიზო გემი ჩივიტავეკიის პორტში დგას. მის ბორტზე 6000-მდე ადამიანია, მათგან 751 ჩინელი (მათ შორის – ჰონკონგელები), რომელთა ნაწილი – 374 კაცი გემზე სავონაში ავიდა. საკრუიზო გემი «Costa Smeralda» კრუიზის დროს მარსელში, ბარსელონაში და პალმა დე მაიორკაზე გაჩერდა.

ჰონკონგელი ცოლ-ქმრის შემოწმების დამთავრებამდე (ცოლს მაღალი ტემპერატურა აქვს, ქმარს ჯერჯერობით კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება, მაგრამ უსაფრთხოების  მოსაზრებებით, ისიც იზოლირებულია) გემიდან არცერთ ადამიანს არ უშვებენ ნაპირზე.

გამოცემა „ანსას“ ინფორმაციით, ჰონკონგელი ცოლ-ქმარი იტალიაში 25 იანვარს ჩავიდა მილანის მალპენსას აეროპორტში, საიდანაც ისინი სავონაში გაემგზავრნენ და საკრუიზო გემით მოგზაურობდნენ.

პაციენტების ანალიზები რომში გაგზავნეს, სპალანცანის (Spallanzani) საავადმყოფოში და პასუხს დღის მეორე ნახევარში ელოდებიან. მანამდე 6000-მდე ადამიანი გემის ბორტზე იმყოფება და მათ ნაპირზე ჩამოსვლის უფლებას არ აძლევენ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close