სამყარო კვანტურ დონეზე შეიცვალა – მაიას ტომის წინასწარმეტყველება ახდა?!
მეცნიერები ჯერ ფრთხილად, მაგრამ მაინც ამტკიცებენ, რომ სიკვდილი, პრინციპში, არ არსებობს
როგორც დამოუკიდებელი მკვლევარი, ბიოფიზიკოსი, პ. კ. ოშჩეპკოვის სახელობის ენერგეტიკული ინვერსიების საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი ვალენტინა მირონოვა ამტკიცებს, მაიას კალენდრით ნაწინასწარმეტყველები კოსმოსური მნიშვნელობის ცვლილება 2012 წლის 21 დეკემბერს მოხდა, თუმცა ადამიანთა უმეტესობამ ის ვერც კი შეამჩნია.
უკვე მე-8 წელია, რაც ჩვენი პლანეტა სხვა განზომილებაში განაგრძობს არსებობას, სადაც სავსებით განსხვავებული ფიზიკური კანონები მოქმედებს, ჯერჯერობით გარეგნულად ახალი სამყარო ძველისგან დიდად არ განსხვავდება, მაგრამ ცვლილებები გამუდმებით მიმდინარეობს და ყოველწლიურად სულ უფრო შესამჩნევი გახდება, სანამ ზვავად არ დაგვატყდება თავს…
მსოფლიოს დასასრული მაიას კალენდრის მიხედვით
გახსოვთ ალბათ, კაცობრიობა როგორ სულგანაბული ელოდა 2012 წლის 21 დეკემბრის დადგომას. ამ დღეს, როგორც ასტროლოგების უმეტესობა აცხადებდა, მაიას კალენდრის თანახმად, აპოკალიფსი უნდა მომხდარიყო.
მაიას კოსმოლოგიას დროის რამდენიმე საზომი ერთეული ჰქონდა. დროის ძალიან დიდი მონაკვეთის საზომად, რომელიც ერად ითვლებოდა, ისინი ბაქტუნს იყენებდნენ. ყოველი ერა 13 ბაქტუნისგან შედგებოდა, რაც საერთო ჯამში დაახლოებით 5125 წელს უტოლდებოდა.
მაიას ტომის რწმენით, კაცობრიობის ისტორიამ ხუთი ერა გამოიარა. მეხუთე ერის დამთავრებისა და მეექვსე ერის დაწყების თარიღად კი ისინი 2012 წლის 21 დეკემბერს ასახელებდნენ.
როცა ამ დღემაც ჩაიარა და დედამიწას არანაირი კატაკლიზმები არ განუცდია, ჩათვალეს, რომ რაღაც არასწორად გაიგეს და ეს თარიღიც და მასთან დაკავშირებული ვნებათაღელვაც თანდათანობით დავიწყებას მიეცა.
თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გადასვლა მოხდა… კვანტურ დონეზე! ისინი ირწმუნებიან, რომ ადამიანთა სამყარო კვანტური გადასვლის შემდეგ, ფაქტობრივად, 2 ბანაკად დაიყო. ერთ მხარეს აღმოჩნდნენ ისინი, ვინც სულიერი ევოლუციის გზა აირჩია და მეორე მხარეს – ისინი, ვინც მატერიალისტური გზის ერთგული დარჩა.
ახალ სამყაროში წამყვანი როლი აზრს, ფიქრს და სიტყვას ენიჭება. აზრი და სიტყვა მომენტალურ ზეგავლენას ახდენს ყველა დონეზე, როგორც მენტალურზე, ისე ფიზიკურზე (მანძილს მნიშვნელობა არა აქვს) და თან, რაც ყველაზე საყურადღებოა, აზრით შეიძლება ერთდროულად ვიმოქმედოთ წარსულზეც, აწმყოზეც და მომავალზეც (ტორსული ველები). როგორც ამ თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, თანდათანობით ეს ორი ბანაკი ერთმანეთს დაშორდება და ეს პროცესი შეუქცევადი იქნება. დღეს კი დედამიწის ყველა მკვიდრს აქვს შესაძლებლობა, ჩაიხედოს საკუთარ თავში, საკუთარ ფიქრებში და თუ სურვილი ექნება, შეცვალოს ის. „ჯერჯერობით ასეთი შესაძლებლობა არსებობს, – ამბობენ მკვლევრები, – მაგრამ ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს…“
ახალი სამყარო
პირველებმა ეს გადასვლა 2013 წლის დასაწყისში ბირთვული ფიზიკის მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომლებიც წყალბადის ატომის ნაწილაკს – პროტონს იკვლევდნენ. თავიდან პროტონმა პულსაცია დაიწყო, რაც დასაწყისში შეცდომით სხვა ნაწილაკების ზეგავლენას მიაწერეს, მაგრამ, ამავე დროს, რატომღაც შეიცვალა მისი ძირითადი მახასიათებლები – მასა, დიამეტრი, ბრუნვის სიჩქარე და ა. შ.
„დიდი ამბავი, რაღაც უმცირესმა ნაწილაკმა ცვლილება განიცადა“, – შეიძლება იფიქროს ობივატელმა, მაგრამ ყველაფერი უფრო რთულადაა. ფაქტი ისაა, რომ პროტონს სხვა ნაწილაკებიც მიჰყვნენ და, როგორც ვიცით, ყველა ორგანული ნივთიერება წყალბადისგან შედგება. ასე რომ, 2013 წლის შემდეგ მთელი „ორგანიკა“ „ჭკუიდან შეიშალა“ და მატერიის სიმკვრივე შეცვალა (ამ წლების განმავლობაში პროტონის მასამ 2-ჯერ განიცადა ცვლილება და მეცნიერები ახლა დაზუსტებით ამბობენ, რომ მისი მასა 5%-ით შემცირდა).
ატომური ფიზიკის ბევრმა წამყვანმა ინსტიტუტმა რამდენჯერმე გადაამოწმა მონაცემები წყალბადის ატომის შესახებ და საბოლოოდ მისი ახალი მაჩვენებლები დაადასტურა. „ის, რაც პროტონის თავს ხდება ჩვენს სამ განზომილებაში, უბრალოდ, წარმოუდგენელია“, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები. გამოდის, რომ ჩვენ უკვე სხვა განზომილებაში ვცხოვრობთ, თითქოს სხვა პლანეტაზე დავიწყეთ ცხოვრება, რომელზეც ფიზიკის სრულიად განსხვავებული კანონები მოქმედებს.
ერთმანეთს მიჰყვა უზარმაზარი მნიშვნელობის აღმოჩენები მეცნიერების სხვადასხვა სფეროში – მაკროკოსმოსიდან დაწყებული, მიკროკოსმოსით დამთავრებული. მათ ბოლო არ უჩანს. რომელი ერთი ვახსენოთ: დნმ-ის ცვლილება, თვითრეგენერაციის უნარი, ღეროვანი უჯრედების თვითდაპროგრამება, მიძინებული ვირუსების (მაგ., მიმი და პანდორა) გააქტიურება კონკრეტული აზროვნების ადამიანებზე, ტელეპორტაცია და სულ ბოლოს, მეცნიერები ჯერ ფრთხილად, მაგრამ მაინც ამტკიცებენ, რომ სიკვდილი, პრინციპში, არ არსებობს.
კვანტური გადასვლა ფიზიოლოგიაში
კვანტურმა ნახტომმა შესამჩნევად შეცვალა ადამიანის ორგანიზმი. ჩამოვთვლით მხოლოდ რამდენიმე პუნქტს. მდგომარეობა გადასვლამდე და გადასვლის შემდეგ:
1. თიმუსის ჯირკვალი – სენსორული ინფორმაციის მრიცხველი, იმუნური ზედამხედველი. მან ზრდა დაიწყო, რითაც რეგენერაციის უნარების ახალ საფეხურზე გადასვლას და ფიქრების მატერიალიზაციას უზრუნველყოფს.
2. ნუშისებრი სხეული (ამიგდალა) გადადის ცნობიერ აღქმაზე. შიშს ენაცვლება გაცნობიერებული აქტივობა და ყურადღების ფიქსაცია მოცემულ მომენტზე. ამიგდალა დაკავშირებულია წარმოსახვასა და აზრის დისციპლინასთან.
3. დეპრესიის ქიმია – თავის ტვინის ლიმფური სისტემის ჰიპერაქტიურობა („დაარტყი და გაიქეცი“) სუსტდება. ინსტინქტების ეს სისტემა ირთვება. აგრესია და დეპრესია მცირდება – შიშიდან გაცნობიერებულ შემოქმედებაზე გადადის. ადრენალინი და ტესტოსტერონი სხვანაირი ხდება, რბილი და მსუბუქი.
4. ტვინი. ნეირონის ძველი პაკეტები იშლება (უაზრო კეთება). მეხსიერების სიღრმე იწმინდება სპონტანური დავიწყებით და სწრაფი აღდგენით – ახალი სამყაროს გაცნობიერებული აღქმისთვის.
5. „ბნელი ლაქა“ თვალში იშლება და თვალი მრავალგანზომილებიან აღქმაზე გადადის. ჩვენ ვიწყებთ დანახვას არა თვალებით, არამედ ტვინით.
შეიძლება კიდევ სხვა ცვლილებებიც ჩამოგვეთვალა, მაგრამ ალბათ ესენიც საკმარისია იმის გასააზრებლად, თუ რამხელა მნიშვნელობის საკითხებს ვეხებით.
სულ მალე ადამიანს ექნება ისეთი გასაოცარი თვისებები, როგორიცაა: მეხსიერებისგან ყველაფერი ზედმეტის, უსარგებლოსა და მავნეს წაშლა, ცოდნის მოპოვება უშუალოდ პირველადი წყაროდან, თვითგანკურნება და სხვა. და ეს საოცარი გარდაქმნების მხოლოდ პირველი ტალღაა იმ ადამიანში, რომელმაც გააცნობიერა, რომ უკვე ახალ სამყაროში ცხოვრობს.
ნებისმიერი აქ ჩამოთვლილი პუნქტის უკან დგას შესაბამისი სამეცნიერო აღმოჩენები. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისინი ინტერნეტში მოიძიოთ.
light-group.info-ს მიხედვით
თამარ ქავჟარაძე
ასევე დაგაინტერესებთ: კვანტური გადასვლა გამოცხადებას ეხმიანება?
კომენტარები