ფსიქოლოგიაშეუცნობელი

როდის გვისრულებს სამყარო სურვილებს?

ადამიანის ღვთიური შესაძლებლობა - სურვილების მატერიალიზაცია

კვანტურ ველთან კომუნიკაცია, ძირითადად, აზრებისა და გრძნობების საშუალებით ხდება. ვინაიდან ჩვენი აზრები თავად არის ენერგია (ტვინის ელექტრული იმპულსები მარტივად შეიძლება გავზომოთ ისეთი მოწყობილობებით, როგორიცაა ენცეფალოგრაფი), სწორედ ისინი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან არხს, რომლის მეშვეობითაც სიგნალებს კვანტურ ველს გადავცემთ.

მოგითხრობთ ერთ საოცარ კვლევაზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენი აზრები და გრძნობები ნამდვილად ახდენს გავლენას მატერიაზე.

ეს ექსპერიმენტი კალიფორნიაში ჩატარდა, სამედიცინო ცენტრში „გულის მათემატიკა“. მის სპეციალისტებს მრავალი უნიკალური გამოკვლევა აქვთ ჩატარებული, მათ შორის, ემოციების ფიზიოლოგიისა და გულისა და ტვინის ურთიერთქმედების სფეროში.

ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა დოქტორმა გლენ რეინმა, უჯრედული ბიოლოგიის სპეციალისტმა, გადაწყვიტა შეემოწმებინა ბიოლოგიურ სისტემაზე ხალხურ მკურნალთა ზემოქმედების უნარი. იმის გამო, რომ დნმ-ის მოლეკულა უფრო სტაბილურია, ვიდრე უჯრედები ან ბაქტერიული კულტურები, გადაწყდა, რომ მკურნალები დნმ-ის შემცველ სინჯარებზე მოახდენდნენ ზემოქმედებას.

მათ შეძლეს დაედგინათ კავშირი ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და გულის რიტმს შორის. დადგინდა, რომ ნეგატიური ემოციები (მაგალითად, რისხვა ან შიში) არღვევს გულის რიტმს, ხოლო დადებითები (სიყვარული ან სიხარული), პირიქით, მას მკაფიოს ხდის. ცენტრის სპეციალისტებმა ამგვარ რიტმულ სურათს გულის გამართულობა უწოდეს.

ექიმმა რაინმა პირველად 10 მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი გამოიკვლია, რომლებიც სრულყოფილად ფლობდნენ ცენტრში შემუშავებულ გულის გამართულობის ტექნიკას. ამ ტექნიკის გამოყენებით, მონაწილეები ძლიერ პოზიტიურ გრძნობებს იწვევდნენ (მაგალითად, სიყვარული და მადლიერება) და შემდეგ ორი წუთის განმავლობაში ხელში ეჭირათ სინჯარები გამოხდილ წყალში მოთავსებული დნმ-ის ნიმუშებით. ამ ნიმუშების ანალიზისას სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა.

მეორე ჯგუფის სპეციალურად მომზადებულმა მონაწილეებმაც იგივე გააკეთეს, მაგრამ მცირე ცვლილებით: მათ არა მხოლოდ გამოწვიეს საკუთარ თავში სიყვარულის და მადლიერების დადებითი ემოციები (გრძნობები), არამედ ამავე დროს რამდენიმე ხნის განმავლობაში ერთსა და იმავეზე ფიქრობდნენ – დნმ-ის სპირალების დახვევაზე ან გაშლაზე. ამჯერად შედეგების ანალიზმა სტატისტიკურად დნმ-ის მოლეკულების კონფორმაციის (ფორმის) მნიშვნელოვანი ცვლილებები აჩვენა. ზოგიერთ შემთხვევაში მოხდა დნმ-ის სპირალის 25%-იანი დახვევა ან გაშლა!

მესამე ჯგუფის მონაწილეები, რომლებმაც ასევე გაიარეს სპეციალური ვარჯიში, გონებაში აყოვნებდნენ დნმ-ის შეცვლის მკაფიო განზრახვას, მაგრამ მათ დავალება მისცეს – არ გამოეწვიათ საკუთარ თავში ხელსაყრელი ემოციური მდგომარეობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ცდილობდნენ მატერიაზე გავლენის მოხდენას მხოლოდ აზროვნების ძალის გამოყენებით (განზრახვით). შედეგი? ნულოვანი!

პოზიტიურმა ემოციურმა მდგომარეობამ, რომელშიც პირველი ჯგუფის მონაწილეები იმყოფებოდნენ, თავისთავად არ იმოქმედა დნმ-ზე. მესამე ჯგუფის მონაწილეთა მტკიცე ჩანაფიქრს, რომელიც ემოციებით არ იყო გამყარებული, ასევე შედეგი არ მოჰყოლია. სასურველ შედეგს მხოლოდ მაშინ მიაღწიეს, როდესაც სუბიექტებმა თავიანთი აზრებში მკაფიო მიზანი შეინარჩუნეს და ის პოზიტიური ემოციებით განამტკიცეს.

შედეგი: გაცნობიერებულ განზრახვას ენერგეტიკული საწვავი სჭირდება, კატალიზატორი – და ასეთ კატალიზატორად სასიამოვნო ემოციები გვევლინება. გული და გონება ერთად, გამართულად მუშაობენ. თუ ჩვენს ამდაგვარ მდგომარეობაში ყოფნას სულ რაღაც 2 წუთში დნმ-ის სპირალის დახვევა და გაშლა შეუძლია, რამხელა შესაძლებლობების პატრონები ვყოფილვართ!

დოქტორ რეინის ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ კვანტური ველი არ რეაგირებს ჩვენს სურვილებზე – წმინდა ემოციურ თხოვნებზე. ის ასევე არ რეაგირებს ჩვენს მიზნებზე ანუ აზრებზე. კვანტური ველი გვპასუხობს მხოლოდ მაშინ, როდესაც აზრები და ემოციები ერთმანეთთან თანხვედრაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე სიგნალს გადასცემენ. როდესაც გულიდან წამოსული დადებითი ემოცია თანხვდება მკაფიოდ ფორმულირებულ შეგნებულ განზრახვას, კვანტური ველი იღებს სიგნალს, რომელსაც ნამდვილად გასაოცარი პასუხები მოჰყვება.

თამარ ქავჟარაძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close