fbpx
საზოგადოებასაქართველო

გიორგი გამსახურდია ძმის მკურნალობაში დახმარებისთვის მადლობას უხდის ივანიშვილს და გახარიას

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია ძმის, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.

„მოგესალმებით, მეგობრებო, მადლობა ყველას გვერდში დგომისათვის, რამდენადაც ცნობილია თურქი ექიმებისაგან, ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია და იმედის მომცემი“, – აღნიშნავს გიორგი გამსახურდია. ის ძმის მკურნალობის ხარჯების შესახებ ინფორმაციასაც აქვეყნებს.

გიორგი გამსახურდია მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

„დაინტერესებულმა პირებმა რომ იცოდნენ, ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა შესრულებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოს მიერ. შემდეგში, თურქეთში გამგზავრება და მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაჭრილ იქნა ფონდი „ქართუს“ მიერ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას (რომელთანაც ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს). ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შსს და სუს ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა ამ პროცესში ჩართულ პირს (ვამაყობ, რომ ამ პროცესში ჩართული პირების დიდი ნაწილი ჩემი უახლოესი მეგობრები არიან).

რაც შეეხებაა იმ რამოდენიმე კრიმინალსა და გარეწარს, დარწმუნებული ვარ, ქართული მართლმსაჯულება გასცემს სათანადო პასუხს“, – წერს გიორგი გამსახურდია.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close