fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ფინეთის ახალ პრემიერს 4-დღიანი სამუშაო კვირისა და 6-საათიანი სამუშაო დღის დაწესება სურს

ფინეთის ახალ პრემიერს 4-დღიანი სამუშაო კვირისა და 6-საათიანი სამუშაო დღის დაწესება სურს.

34 წლის სანა მარინმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია მსოფლიოში, საერთაშორისო ყურადღება გაპრემიერებიდან მალევე მიიქცია. მისმა მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ უკვე განაცხადა, რომ მათ სურთ, საცდელად ახალი სამუშაო გრაფიკი დააწესონ.

„ვფიქრობ, ყველა იმსახურებს უფრო მეტი დრო თავიანთ ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს, ჰობiს ან ცხოვრების სხვა ასპექტებს, მათ შორის, კულტურას დაუთმოს. ეს შესაძლოა იყოს მომდევნო ნაბიჯი ჩვენს სამუშაო ცხოვრებაში“, – განაცხადა ფინეთის პრემიერმა, რომელმაც აღნიშნული პოსტი გასულ თვეში დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ფინეთის მეზობელ შვედეთში 6-საათიანი სამუშაო გრაფიკი 2015 წლიდან უკვე არსებობს. ევროპული მედიის ცნობით, მოკლე სამუშაო დღის დაწესების შედეგები აჩვენებს, რომ თანამშრომლები იქ უფრო ბედნიერები, მდიდრები და პროდუქტიულები არიან.

bm.ge

მსგავს თემაზე: 12 მინისტრი ქალი და 7 კაცი – მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმა ფინეთის ახალი მთავრობა წარადგინა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close