fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი – მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმა ფინეთის ახალი მთავრობა წარადგინა

10 დეკემბერს ფინეთში ქვეყნის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, 34 წლის სანა მარინმა (SANNA MARIN) მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.

ეს 76-ე მინისტრთა კაბინეტია ქვეყნის ისტორიაში და მის შემადგენლობაში 19 მინისტრი შედის. უნდა აღინიშნოს, რომ აქედან 12 მინისტრი ქალია, ხოლო 7 – კაცი.

3 დეკემბერს ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც საფოსტო სერვისის თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცვა ხელფასის შემცირებამ გამოიწვია. კოალიციის წევრებმა გამოაცხადეს, რომ ანტტი რინნესადმი ნდობა დაკარგეს. მასთან ერთად, მთელი მთავრობა გადადგა.

9 დეკემბერს, ფინეთის პარლამენტმა მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი სანა მარინი პრემიერის თანამდებობაზე დაამტკიცა.

მარინი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა მსოფლიოში. მანამდე მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაურად უკრაინის პრემიერ-მინისტრი, 35 წლის ალექსეი გონჩარუკი მიიჩნეოდა.

მარინი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. იგი მიიჩნევს, რომ მთავარი პრიორიტეტი გარემოსდაცვითი საკითხებისა და კლიმატის პრობლემების მოგვარებაა. ის ასევე ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შენარჩუნებას ემხრობა.

მარინმა თავისი კარიერა გამყიდველის რანგში, Sokos-ს მაღაზიაში დაიწყო. მას მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი აქვს. მარინი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილეა. იგი არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება და  ორი წლის ქალიშვილი ჰყავს.

ფი­ნუ­რი გა­მო­ცე­მის, YLE. Fi-ს ცნო­ბით, სანა მა­რი­ნი მარ­ტო­ხე­ლა დე­დამ და მის­მა მე­გო­ბარ­მა ქალ­მა გა­ზარ­დეს, ის ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და, მა­მის შე­სა­ხებ კი არა­ფე­რი იცის.

მა­რი­ნი ფი­ნე­თის მე­სა­მე ქალი პრე­მი­ე­რია.

მანანა ბანძელაძე

„როიტერის“ ფოტო
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close