მსოფლიოქართველები უცხოეთშიკრიმინალი

მადრიდში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

მადრიდში სამართალდამცველებმა ბინის გაქურდვის მცდელობის დროს საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეებმა საცხოვრებელი სახლის გაქურდვა საახალწლო დღესასწაულის დღეებში ცადეს, თუმცა შენობაში მყოფმა მეზობლებმა სახლიდან გამომავალი ხმები გაიგეს, მათ კი იცოდნენ, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა. რის შემდეგაც მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს.

სამართალდამცველების ადგილზე მისვლის დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, მეორემ კი გაქცევა ცადა. ის მეოთხე სართულიდან ზეწრების საშუალებით გადახტომას ცდილობდა, თუმცა ამ დროს ჩავარდა და ფეხი მოიტეხა. ამის შემდეგ პოლიციამ ქურდი ადგილზე დააკავა. იგი პოლიციელების თანხლებით სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

დაკავების შემდეგ ჩატარებული ჩხრეკის დროს პოლიციამ სპეციალური მოწყობილობები ამოიღო, რომლის საშუალებითაც მათ კარის საკეტი მარტივად გახსნეს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close