fbpx
საზოგადოებასაქართველო

ილია მეორე: სხვას ჯვრის ტვირთვაში უნდა დავეხმაროთ, ჩვენ კი, პირიქით, უფრო მეტად ვამძიმებთ მას

ყველაზე ბედნიერი კი ის ადამიანია, ვინც სხვას ჯვრის ტვირთვაში ეხმარება, ჩვენ კი, სამწუხაროდ, არა მხოლოდ არ ვიტვირთავთ სხვის სიმძიმეს, არამედ პირიქით, უფრო მეტად ვამძიმებთ ​მოყვასის სიმძიმეს, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.

პატრიარქის თქმით, ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა, ჯვრის ტვირთვა და ეს ჯვარი ადამიანმა ბოლომდე უნდა მიიტანოს.

„ძალიან ხშირად ჯვრის ტვირთვა გვიჭირს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ადამიანს იმაზე მძიმე ჯვარს არ აძლევს, რისი ტვირთვაც მას არ შეუძლია. ჩვენ ურთულეს დროს ვცხოვრობთ, როდესაც ადამიანი თვითონ ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს და ინებოს უფალმა, რომ სამოთხე აირჩიოს ადამიანმა. ყველაზე ბედნიერი კი ის ადამიანია, ვინც სხვას ჯვრის ტვირთვაში ეხმარება. ჩვენ, სამწუხაროდ, კი არ ვიტვირთავთ სხვის სიმძიმეს, პირიქით, უფრო მეტად ვამძიმებთ ​მოყვასის სიმძიმეს“, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close