fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

საფრანგეთს და შვეიცარიას მეტრო დააკავშირებს

15 დეკემბერს ჟენევაში იგეგმება მეტრო LEMANS EXPRESS-ის გახსნა, რომელიც შვეიცარიასა და საფრანგეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. ინფორმაციას NEUE ZURCHER ZEITUNG-ი ავრცელებს.

სისტემა Lemans Express-ის ხაზის სიგრძე 230 კილომეტრია და ორივე ქვეყანაში 45 მეტროს სადგურს ითვალისწინებს. მარშრუტზე 45 მატარებელი იმოძრავებს, რომლებიც ჟენევის სადგურიდან 10-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებენ. პროექტის ღირებულება 10 მილიარდი ევროა.

პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ახალი სატრანსპორტო სისტემა გზებზე ავტომობილების რაოდენობას 12%-ით შეამცირებს. სავარაუდოდ, შემცირდება საგზაო საცობებიც საფრანგეთ-შვეიცარიის საზღვართან, რომელსაც ყოველდღიურად 650 000 ავტომობილი კვეთს. იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთში ბინა უფრო იაფი ღირს, ხოლო ხელფასი შეიცარიაში უფრო მაღალია, უამრავი ადამიანი საცხოვრებლად საფრანგეთს არჩევს, ხოლო სამუშაოდ ყოველდღიურად, შვეიცარიაში მიემგზავრება.

progressnews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close