fbpx
მსოფლიოპოლიტიკატექნოლოგიებისაზოგადოება

APPLE-ი რუკებზე სადავო ტერიტორიების მონიშვნის სისტემას დახვეწს

კომპანია APPLE-ი MAPS-ზე სადავო ტერიტორიების მონიშვნის სისტემას დახვეწს, მას შემდეგ, რაც ამინდის აპლიკაციაში ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის საზღვრებში იყო მოქცეული. ამის შესახებ REUTERS-ს კომპანიის პრესმდივანმა თრუდი მიულერმა განუცხადა.

მისი თქმით, Apple-ი ​ყირიმს ყოველთვის უკრაინის საზღვრებში აქცევდა და გამონაკლისი მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი მომხმარებლებისთვის კეთდებოდა.

„არსებულ რუკებში ცვლილების შეტანამდე კომპანია საერთაშორისო სამართალს სწავლობს და კანონის მიხედვით მოქმედებს“, – განაცხადა Apple-ის პრესმდივანმა.

სკანდალი Apple-ის რუკების ირგვლივ მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინელმა დიპლომატებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შეცდომის გამოსწორების მოთხოვნით მიმართეს.

რუსულმა შეიაღარებულმა ძალებმა ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში მოახდინა, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ მაშინვე დაგმო.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close