საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ხანგრძლივი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში ხანგრძლივი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული გამოცემა „კათიმერინი“ ავრცელებს.

წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მაშველებმა მათი ცხედრები ანტირიოს მუნიციპალიტეტში, ზღვაში იპოვეს.

ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სატრანსპორტო მიმოსვლა და ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა.​ ატიკის რეგიონში, რომელშიც დედაქალაქი ათენიც შედის, და თესალონიკში სასწავლო პროცესი შეწყდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close