fbpx
საზოგადოებასაქართველოსპორტი

ლეგენდარული ნონა მეშვიდედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი სენიორებს შორის

ქართველმა დიდოსტატმა, ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მეშვიდედ მოიგო.

სენიორებს შორის პირველობაზე ტურნირი ქალთა შორის რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 12 ნოემბერს დაიწყო და 24 ნოემბერს დასრულდა.

ვეტერანი მოჭადრაკეები ერთმანეთს ორ ასაკობრივ კატეგორიაში დაუპირისპირდნენ: +50 და +65. ტურნირში მსოფლიოს 58 ქვეყნის 366 მოჭადრაკე ასპარეზობდა. გაფრინდაშვილმა შესანიშნავი შედეგი – 8,5 ქულა აჩვენა.

ნონა გაფრინდაშვილმა სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მეშვიდედ მოიგო. ამ ტიტულის მფლობელი ქართველი დიდოსტატი 1995, 2009, 2014-2016 და 2018 წლებშიც გახდა.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია (1962-1978 წწ.). იგი იყო პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1982 წელს იგი გახდა „საჭადრაკო ოსკარის“ პირველი მფლობელი.

ნონა გაფრინდაშვილი 78 წლისაა. ჭადრაკის თამაში მან ხუთი წლის ასაკში დაიწყო; 12 წლიდან თბილისის პიონერთა სასახლეში გამოცდილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. 15 წლის ნონა თბილისისა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close