იტალიასაზოგადოება

იტალიის ქალაქ ტურინთან საავტომობილი ხიდი ჩაინგრა (ვიდეო)

იტალიის ქალაქ ტურინთან საავტომობილი ხიდი ჩაინგრა. 50-მეტრიანი ხიდის ჩანგრევის მიზეზად გადაუღებელი წვიმა და მისგან წარმოქნილი მეწყერი სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS-ი ავრცელებს. 

დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერ არ გავრცელებულა. შემთხვევის გამო ხიდამდე მიმავალი საავტომობილო გზები დროებით ჩაიკეტა.

radiotavisupleba.ge-ს ინფორმაციით, წყალდიდობის გამო, იტალიის ლიგურიის რეგიონში გარესამყაროს მოწყვეტილია 370-ზე მეტი ადამიანი და ათასამდე ადამიანი კი – ალპებში, სადაც ზვავი ჩამოწვა. მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა ტურინსა და გენუაშიც. 24 ნოემბერს წყლის დონემ კვლავ მოიმატა ვენეციაში, რომელიც გასულ კვირაშიც დაიტბორა.

წყალდიდობაა საფრანგეთშიც. სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა საფრანგეთის სამხრეთში. ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარეებმა საავტომობილო გზები და რკინიგზა დატბორა. ნიცასა და ტულონს შორის რამდენჯერმე შეჩერდა მატარებლების მიმოსვლა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close