fbpx
საზოგადოებასაქართველოსპორტი

ღვთისმსახური ზუგდიდიდან, რომელმაც შშმ ბავშვებს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა (ვიდეო)

ამბავს ღვთისმსახურზე, რომელმაც სამონასტრო ცხოვრებასთან ერთად, 30-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა, „რეგიონული კვირა“ უამბობს მკითხველს.

საცხენოსნო კლუბი „ხარება“ მეექვსე წელია, რაც მამა იაკობ ეხვაიას ინიციატივით დაარსდა. როგორც მამა იაკობი ამბობს, სიხარულთან სწორედ სიტყვა „ხარება“ ასოცირდება და ამ საქმის მიზანიც ადამიანების გახარებაა.

სასულიერო პირმა საცხენოსნო კლუბი ზუგდიდში, ჭითაწყარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „ხარების“ ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებით მოაწყო. ამისთვის მან თბილისში ბინა და სოფელში მიწის ნაკვეთი გაყიდა.

მამა იაკობის განმარტებით, საცხენოსნო კლუბის ერთ-ერთი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მკურნალობა-რეაბილიტაციაა.

ამ ეტაპზე კლუბს 20 ცხენი ჰყავს.

რაც შეეხება ცხენოსნობით მკურნალობას – რაიდთერაპია  (იგივე  იპოთერაპია) მეოცე საუკუნის 60-იან წლებში, ცხენ-მხედრის კვლევის ასწლეულების განმავლობაში დაგროვილი მეცნიერული ცოდნის საფუძველზე ჩამოყალიბდა. რაიდთერაპია ორიენტირებულია ისეთი დაავადებების რეაბილიტაციაზე, როგორიცაა: ბავშვთა ცერებრული დამბლა, ყურადღების დეფიციტი, სქოლიოზის საწყისი სტადიები, სენსორული დარღვევები, გაფანტული სკლეროზი, ნევროზი, გულის იშემიური დაავადება და სხვა. მსურველებს მკურნალობა სრულიად უფასოდ შეუძლიათ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close