ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

მილანი სამჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე აგრიჯენტო – იტალიური პროვინციების რეიტინგი ცხოვრების დონის მიხედვით

ეკონომიკურმა გამოცემამ IL SOLE 24 ORE-მ გამოაქვეყნა იტალიური პროვინციების რეიტინგი ცხოვრების დონის მიხედვით.

თუ იტალიური პროვინციების მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათი უმეტესობის შემოსავალი საერთოევროპულ დონეზე დაბალია (ყველა პროვინციის ცხოვრების დონის სანახავად გადადით ლინკზე: https://www.infodata.ilsole24ore.com/2019/11/04/41441/).

ყველაზე ცუდი მაჩვენებლი აქვს აგრიჯენტოს (მშპ – 14 600 ევრო ერთ სულ მოსახლეზე), მაშინ როდესაც მილანში მშპ ერთ სულ მოსახლეზე სამჯერ აღემატება ამ სიცილიური პროვინციის ანალოგიურ მაჩვენებელს. არც ნეაპოლშია საქმე მთლად კარგად, ხოლო ქალაქური აგლომერატების – რომის და ტურინის – მაჩვენებლები საშუალოევროპულზე მაღალია.

ერთი სიტყვით, მილანში (მშპ ერთ სულ მოსახლეზე – 52 000 ევრო), რომსა (მშპ ერთ სულ მოსახლეზე – 35 800 ევრო) და ტურინში (მშპ ერთ სულ მოსახლეზე – 31 100 ევრო) საერთოევროპულ საშუალო მაჩვენებელზე უკეთესია, მეორე მხრივ, სამხრეთისკენ გაცილებით უფრო ღარიბი რაიონები გვხვდება. თითქმის 5 მლნ იტალიელი ცხოვრობს ისეთ პროვინციებში, როგორიცაა: პალერმო, ბარი (20 800 ევრო ერთ სულ მოსახლეზე), კატანია და სალერნო, სადაც ცხოვრების დონის მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია და ზოგჯერ მის ნახევარსაც კი ვერ აღწევს.

უნდა აღინიშნოს, რომ რომი განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან სხვა ორი მაღალდონიანი პროვინციისგან განსახვავებით დედაქალაქი იგებს მსხვილი კომპანიების სიმრავლით და მომუშავეთა დიდი რაოდენობით, რომელთა შორის ბევრი მაღალი თანამდებობის პირია, რის შედეგადაც იზრდება მაჩვენებელი გრაფაში: „რეზიდენტების შემოსავალი“.

ნიკო აბაშიშვილი 

ამავე თემაზე: იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში მოსახლეობა გაცილებით უკეთ ცხოვრობს, ვიდრე სამხრეთში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close