იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში მოსახლეობა გაცილებით უკეთ ცხოვრობს, ვიდრე სამხრეთში

2017 წლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში 45%-ით მეტია, ვიდრე სამხრეთ რეგიონებში – ამის თაობაზე 13 დეკემბერს Il FATTO QUOTIDIANO წერს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის – ISTAT-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

2016 წელთან შედარებით განსხვავება მცირედით გაიზარდა (2016-ში ეს მაჩვენებელი 44,1% იყო).

ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში (ვენეცია) მშპ-ის დონე ერთ სულ მოსახლეზე 34,3 ათასი ევროა, ჩრდილო-დასავლეთში (მილანი, ტურინი) – 35,4 ათასი ევრო, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში (რომი) – 30,4 ათასი ევრო, ხოლო სამხრეთ რაიონებში – 18,5 ათასი ევრო.

საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, შესაბამისად, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ერთ-ნახევარჯერ მეტია, ვიდრე სამხრეთ რეგიონებში და შეადგენს ჩრდილო-დასავლეთში – 21,9 ათას ევროს წელიწადში, ჩრდილო-აღმოსავლეთში – 21,4 ათას ევროს, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში – 19,5 ათას ევროს, ხოლო სამხრეთ რეგიონებში – 13,7 ათას ევროს.

კომენტარები