ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება

საქართველოში პირველი იანვრიდან ახალი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის ინფორმაციით, პირველი იანვრიდან საპენსიო სისტემაში 40 წლამდე ასაკის აბსოლუტურად ყველა დასაქმებული გაწევრიანდება, ხოლო 40 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს და თვითდასაქმებულებს საშუალება ექნებათ, სისტემაში ნებაყოფლობით ჩაერთონ. „რაც შეეხება რაოდენობას, პირველ ეტაპზე ველოდებით, რომ საპენსიო სისტემაში დაახლოებით 700 000 ან 800 000 მოქალაქე ჩაერთვება“, – აცხადებს სურგულაძე.

2019 წლის პირველი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს, განცხადების საფუძველზე, სისტემის დატოვება მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო სისტემის დატოვების შემდეგ მოქალაქე მასში კიდევ ერთხელ ჩართვას მოინდომებს, ამის საშუალება მიეცემა, თუმცა ამ შემთხვევაში სისტემას მეორედ ვეღარ დატოვებს.

„მას შემდეგ, რაც ისინი სისტემაში ჩართვებიან, კანონი მისცემთ საშუალებას, რომ 2019 წლის პირველი აპრილიდან 31 მაისის ჩართვლით, მათ, ვისაც კანონით ექნება ამის უფლება, განცხადების საფუძველზე შეეძლებათ, სისტემა ნებაყოფლობით დატოვონ“, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

დაგროვებითი პენსიის სქემა ასეთია: დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად მისი დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება, აქედან 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან შედის, 2 პროცენტს დამსაქმებელი რიცხავს მის საპენსიო ანგარიშზე, დარჩენილ 2 პროცენტს კი – სახელმწიფო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საპენსიო სქემაში მონაწილეობა 40 წლამდე დასაქმებული პირებისათვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ – ნებაყოფლობითი; აგრეთვე, თვითდასაქმებულებსაც შეუძლიათ პროგრამაში ნებაყოფლობით ჩაერთონ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close