პოლიტიკარას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლტოლვილთა ბანაკების სიახლოვეს ღორის ხორცის მოხმარების აკრძალვა მოითხოვა

საბერძნეთის პარლამენტში სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განხილვისას ოპოზიციური პარტიის, „სირიზას“ დეპუტატმა ხრისტოს იანულისმა განაცხადა, რომ თესალონიკის ლტოლვილთა ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება ღორის ხორცის შეწვა და მოხმარება, რაც მორწმუნე მუსლიმების რელიგიური გრძნობების შელახვაა და ეს უნდა ისჯებოდეს.

იანულისის განცხადებით, ლტოლვილთა ბანაკის სიახლოვეს ეწყობა ბარბექიუ და ხდება ალკოჰოლის მიღება, რაც მისი აზრით, სადიზმი და სისატიკეა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასეთი ფაქტები შემთხვევით არ ხდება და გარკვეული ადამიანების მიერ არის ორგანიზებული. ამდენად, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებლივი რეაგირება.

„სირიზას“ დეპუტატის საპასუხოდ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა კოსტას კირანაკისმა განაცხადა, რომ საბერძნეთში არაა აკრძალული ღორის ხორცისა და ალკოჰოლის მოხმარება და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ შეუძლიათ ეს წესი შეცვალონ. ასეთი ქმედება საბერძნეთის მოქალაქეების უფლებათა შეზღუდვა იქნებოდა.

„სირიზას“ დეპუტატის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა ბერძნული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close