fbpx
საზოგადოებასაქართველო

სოფიო კილაძე ყოფილი ქმრისგან ფსიქოლოგიურ ძალადობას ადასტურებს – დეპუტატი კამერის წინ ატირდა (ვიდეო)

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის ყოფილ მეუღლეს ფსიქოლოგიური ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ კომენტარში მან განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო დაახლოებით 2 კვირის წინ სამართალდამცველებს მიმართა. საქმეზე სასამართლომ იმსჯელა და მოძალადეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. მოძალადეს დეპუტატთან ერთი თვის განმავლობაში მიახლოება და კომუნიკაცია ეკრძალება.

მანამდე სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დეპუტატ ქალს ქმარმა სცემა.

„ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ, არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, თუ აქვთ ნანახი შემაკავებელი ორდერი, იქ იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობა“, – უთხრა სოფიო კილაძემ „რუსთავი 2“-ს.

სოფიო კილაძის ყოფილი ქმარი 1988 წელს დაბადებული ავთანდილ ხარაძეა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close