fbpx
მიგრაციამსოფლიო

საფრანგეთი დასაქმების მსურველი მიგრანტებისთვის კვოტებს შემოიღებს

საფრანგეთი დასაქმების მსურველი მიგრანტებისთვის კვოტებს შემოიღებს. როგორც საფრანგეთის შრომის მინისტრმა მურიელ პენიკომ განაცხადა, კვოტების სისტემა საშუალებას მისცემს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ.

მინისტრის თქმით, კვოტები მიგრანტებისთვის 2020 წლის ზაფხულში ამოქმედდება. მთავრობა უკვე მუშაობს იმ პროფესიების ნუსხის შედგენაზე, რომლებზეც საფრანგეთში მოთხოვნა არსებობს.

„ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საფრანგეთის მოქალაქეებს შრომის ბაზარზე დაბრუნებაში, შემდეგ კი მივიღოთ მიგრანტები და მივცეთ მათ დასაქმების საშუალება. თუ ამის საჭიროება არსებობს, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ პროფესიონალები“, – განაცხადა მინისტრმა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close