6 და 7 ნოემბერს იტალიაში ავტოგასამართი სადგურების მუშაკთა საყოველთაო გაფიცვა იმართება

ქალაქებში და ჩქაროსნული მაგისტრალების გასწვრივ განთავსებული ბენზინგასამართი სადგურები 6 და 7 ნოემბერს მთელ იტალიაში დაკეტილი იქნება. გაფიცვის მიზეზი ხელისუფლების საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა გახდა. ამის თაობაზე სააგენტო ANSA წერს.

პროფკავშირები – Faib Confesercenti, Fegica Cisl და Figisc / Anisa Confcommercio აცხადებენ, რომ ხელისუფლების „გამაყრუებელ სიჩუმესა და გულგრილობიას შეეჩეხნენ“ და სხვა გზა არ დარჩენოდათ მობილიზაციის გარდა, რომელიც გაფიცვით დასრულდება. გაფიცვა დაიწყება 6 ნოემბრის დილის 6 საათზე და 8 ნოემბრის დილის 6 საათამდე გაგრძელდება.

„იმის მიუხედავად, რომ საერთოეროვნული გაფიცვის შესახებ ხელისუფლება რამდენიმე კვირით ადრე გავაფრთხილეთ, მან სრული დაუინტერესებლობა გამოხატა სექტორის მუშაკთა მიმართ, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბის ავტომობილების მფლობელებს ემსახურებიან… გატარებული პოლიტიკისა და ფისკალური ვალდებულებების გამრავლების გათვალისწინებით, რომლებიც უსარგებლოა და ძვირადღირებული… ქვეყნის ხელისუფლება აგრძელებს სექტორის მოთხოვნების იგნორირებას, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდი შეაქვს“, – აცხადებენ პროფკავშირები და ყველა ავტოგასამართი სადგურის მუშაკებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები