კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

გაზრდილია სექსუალური ძალადობის სტატისტიკა – შსს მშობლებს მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) სქესობრივი ხასიათის დანაშაულში პასუხისგებაში მიცემული 152 პირიდან 114 არასრულწლოვანზე ძალადობაშია მხილებული.

სამინისტროს ცნობით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სულ 306 შემთხვევაა რეგისტრირებული.

სექსუალური ძალადობის 306 რეგისტრირებული შემთხვევა:
114 პირი მხილებულია არასრულწლოვანზე ძალადობაში.
38 პირი – სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 127 პირს, რომელთაგან 101 პირი მხილებულია არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 26 პირი – სრულწლოვანის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები.

2019 წლის 9 თვეში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულ იქნა 39 პირი, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში – 16 პირი.

შსს-ს ცნობით, 2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან:

• ოჯახის წევრი/მშობელი
– 53%

• დაზარალებული ბავშვი – 8%

• სოციალური მომსახურების სააგენტო – 6%

• მანდატურის სამსახური – 6%

• სკოლა – 4%

• მეზობელი – 3%

• ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები – 1%

• არასამთავრობო ორგანიზაცია – 1%

• სხვა – 18%

შსს მიმართავს საზოგადოებას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

progressnews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close