ჰოროსკოპი

ნოემბრის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ნოემბერი შემოდგომაზე მიღწეული შედეგების შეჯამების და ახალი წლისთვის მზადების დაწყების დროა. ასტროლოგიური პროგნოზი გვეხმარება, რომ ოცნებისკენ მიმავალი გზა შევამოკლოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, მათ შორის, ისიც, როგორ გაიაზრებთ და გამოიყენებთ ვარსკვლავების რჩევებს და მინიშნებებს.

 

ვერძი

მნიშვნელოვანი ცვლილებები ფინანსურ სფეროში ვერძებმა უმჯობესია 18 ნოემბრის შემდეგ დაგეგმონ. მანამდე კი მოემზადეთ, დაასრულეთ გაჭიანურებული საქმეები, აუჩქარებლად დაგეგმეთ შემდგომი მოქმედებები და შემდგომი წარმატებებისთვის ტემპი აკრიფეთ. შემოსავლის ზრდაში ვერძებს  ყველაფრის კარგად გააზრება დაეხმარება: მათ მოუწევთ საკუთარი ბიუჯეტის გონივრულად დაგეგმვა, ხარჯების გაანალიზება, დანახარჯების გაკონტროლება და უაზრო ხარჯების შემცირება – ფულთან უფრო ყურადღებიანი იყავით!

 

კურო

ფინანსური ჰოროსკოპის თანხმად, კუროებს შესანიშნავი პერიოდი ელოდებათ. მათ შეუძლიათ შეიცვალონ სამუშაო, ეძებონ უფრო პერსპექტიული სამსახური და ახალ თანამდებობის მიღების მოლოდინიც ჰქონდეთ. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების: ფინანსური წარმატება გვერდს აუვლის მშიშარა და გაუბედავ კუროებს. სიტუაციის შეცვლა კუროებისთვის სასარგებლო იქნება, მაგრამ თუ გაუბედაობა და ყოყმანი გიპყრობთ, მაშინ სცადეთ სიახლეებს ნელ-ნელა შეეჩვიოთ – კვირაში ერთხელ „გაბედულების დღე“ მოაწყვეთ.

 

ტყუპი

რეტროგრადული მერკური ნოემბერში ტყუპებს ფინანსურ სფეროში სიძნელეებს შეუქმნის: შეიძლება დაიგვიანოს ხელფასებმა და მოსალოდნელმა შემოსავლებმა, მოვალეები კი არ იჩქარებენ თანხის დაბრუნებას, ამიტომ ტყუპებისთვის რეკომენდებულია, საკუთარ თავს დაეყრდნონ და უკან არ მოიხედონ. თუ „უძრაობის“ თავიდან აცილება არ ხერხდება, შეგიძლიათ ეს პაუზა დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის გამოიყენოთ. 20 ნოემბრიდან სიტუაცია შეიცვლება და მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები ფულადი შემოსავლების მხრივ.

 

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ფულთან დაკავშირებული საქმეები ნოემბერში მათ გარემოცვაზე იქნება დამოკიდებული. „შხამიან“ ადამიანებს შეუძლიათ კირჩხიბებს საკუთარი თავის რწმენა შეურყიონ. უადგილო რჩევების მიცემის და ფულის თხოვნა-არდაბრუნების მოყვარულები ჰორიზონტზე ყველაზე შეუფერებელ დროს გამოჩნდებიან. კირჩხიბებისთვის მნიშვნელოვანია ნოემბერში თანამოაზრეთა შემოკრება, რათა ერთობლივად იმოქმედონ. სოციალურ ქსელშიც უმჯობესია ნაკლები ნეგატიური ინფორმაცია იკითხოთ: ნეგატივი დამღუპველად მოქმედებს კირჩხიბების ბიოენერგეტიკაზე , განსაკუთრებით შემოდგომაზე, როდესაც ჩვეულებრივზე უფრო მოწყვლადნი ვხდებით.

 

ლომი

ლომებს ნოემბერში სურვილი გაუჩნდებათ, მთები შეძრან, გამოიმუშაონ მეტი, საქმეში ჩადონ მიღებული ფინანსები და გაზარდონ თავიანთი შემოსავლები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოტივაცია ფუჭი არ აღმოჩნდეს. შემოდგომა – საკმაოდ ცბიერი წელიწადის დროა. ასტროლოგები ლომებს ურჩევენ, ირგვლივ კომფორტული სიტუაცია შეიქმნან: უფრო ხშირად ჩაატარონ დასუფთავება, სამუშაო ადგილი წესრიგში მოიყვანონ, აწარმოონ ჩანაწერები, რათა აკონტროლონ თავიანთი შემოსავლები და ხარჯები. კარგად გააზრებული მიდგომა ლომებს საშუალებას მისცემს ოცნებები რეალობად აქციონ.

 

ქალწული

ქალწულების ფინანსური წარმატება თვის დასაწყისში მათზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული, სამაგიეროდ ნოემბრის მეორე ნახევარში სადავეებს მთლიანად ხელში აიღებენ. ქალწულებს თვის პირველ ორ კვირაში დასვენება არ აწყენდათ. მათ ბოლომდე უნდა მიიყვანოინ დაწყებული საქმეები. შეგიძლიათ სასურველი ნივთები შეიძინოთ, დახარჯოთ ფული სუვენირებსა და საჩუქრებზე. მეორე ნახევრიდან კი უკვე თავი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინოთ: „გახსენით“ თქვენი ნიჭები და ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოტივაცია გაგიქრათ. ნაკლები რეფლექსია და მეტი საქმე – ასეთი მიდგომა ქალწულებს საშუალებას მისცემს, თავიანთი მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესონ.

 

სასწორი

ფულადი ჰოროსკოპის თანახმად, სასწორებს ნოემბერში მშველელად მოევლინებათ პოზიტიური აზროვნება. ამის გარეშე მათ, ისევე როგორც ზოდიაქოს სხვა ნიშნებს, არაფერი გამოუვათ. საბედნიეროდ, პოზიტიურად აზროვნების უნარი შეგიძლიათ ვარჯიშის შედეგად განივითაროთ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა უნარი. ნოემბერში სასწორებმა უმჯობესია თანხა თვითგანვითარებასა და მოგზაურობაზე დახარჯონ. სასურველია კრედიტის აღებისგან თავი შეიკავოთ და თუ მაინც აუცილებელია სესხის აღება, ყურადღებით წაიკითხეთ დოკუმენტები, სანამ ხელს მოაწერთ.

 

მორიელი

ვარსკვლავები ირწმუნებიან, რომ მორიელებისთვის სასიკეთო ცვლილებები მოხდება, რაც მათ სოლიდურ შემოსავალს მოუტანს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შეუძლიათ ნოემბერში საკმაოდ ბევრი ხელსაყრელი შენაძენი გააკეთონ, რომლებიც ქონებრივ სფეროს უკავშირდება; ამასთან, საუბარია როგორც უძრავ, ისე მოძრავზე ქონებაზე, მაგ., ავტომობილზე. შემოსავლის მიღება და შენაძენები კარგია, მაგრამ ჯანმრთელობაც არ დაივიწყოთ და ნუ შესწირავთ მას ფულს.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ნოემბერში ეცდებიან ნებისმიერი, არამომგებიანი სიტუაციიდანაც კი მაქსიმალური მოგება მიიღონ. და ეს სწორი მიდგომაა: არ ღირს ცდა, როდის ჩაგივარდებათ სიმდიდრე ხელში თავისით. საბედნიეროდ, მშვილდოსნებს თავადაც შეუძლიათ თავისკენ ფული და ფორტუნის კეთილგანწყობა მიიზიდონ. მათ გეგმებში შენაძენებიც იქნება, მათ შორის,  ზამთრის გარდერობის გასაახლებლად.

 

თხის რქა

თხის რქების კეთილდღეობა მათ ძლიერ მხარეებზეა დამოკიდებული: გონივრულ დაგეგმვაზე, ფინანსების განაწილების უნარზე, შრომისმოყვარეობასა და აქტიურობაზე. მაგრამ თხის რქებისთვის რეკომენდებული არ არის მეტისმეტი გადაღლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი შემოსავლები ძალების აღდგენასა და ნერვული დაძაბულობის შემდეგ აუცილებელ დასვენებაზე დაიხარჯება. ჯანმრთელობისა და ემოციური კეთილდღეობისთვის გაწეული დანახარჯები ზედმეტად არ უნდა ჩათვალოთ. რაც არ უნდა ძლიერები იყვნენ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, მათთვის მნიშვნელოვანია ზრუნვა საკუთარ თავზე და  არა მარტო საფულის ან საბანკო ანგარიშის შევსებაზე.

 

მერწყული

მერწყულებისთვის ნოემბერში სიმშვიდის და სიჩუმის პერიოდია. ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანია არ გააუარესოთ საქმეების მდგომარეობა, არ აიღოთ დაუდევრობით არახელსაყრელი კრედიტი, ყურადღებით იყავით მაღაზიებში, რათა უხარისხო ნივთები  არ შემოგეყიდოთ, ზოგჯერ დაივიწყეთ კიდეც, რომ საბანკო ბარათი გაქვთ. 27 ნოემბერს ნეპტუნი რედტროგრადულობიდან გამოდის დ აი მაშინ კი მერწყულებისთვის შესანიშნავი პერიოდი იწყება, თუმცა მანამდე უმჯობესია ძალები და ფინანსები დაზოგოთ.

 

თევზები

ნოემბერი შესანიშნავი თვეა თევზების ფინანსური მდგომარეობისთვის, თუმცა 26 ნოემბრიდან ციური მნათობების განლაგება მათთვის შედარებით ნაკლებად იღბლიან პერიოდს ქმნის. ამიტომ თევზები კარგ შემოსავალს გამოიმუშავებენ, გონივრულ შენაძენებს გააკეთებენ, კეთილგონივრულად განკარგავენ თავიან ფინანსებს, მაგრამ მხოლოდ თვის ბოლო კვირამდე. ბოლო კვირაში ისინი უნდა ეცადონ, რომ ყველაფერი, რასაც მანამდე მიაღწიეს, უდანაკარგოდ შეინარჩუნონ.

მოამზადა თამთა გურულმა

წყარო: dailyhoro.ru

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close