იტალიაკრიმინალი

ტოქსიკური ნივთიერებების ფარულად გატანისთვის იტალიაში კრიმინალური ჯგუფი დააკავეს

იტალიის ხელისუფლებამ დამნაშავეთა ჯგუფის დაკავების შესახებ განაცხადა, რომელიც პლასტიკური ნაგვის უტილიზაციას ახდენდა და ტოქსიკური ნივთიერებები სიცილიიდან ჩინეთში გაჰქონდა, ამის შესახებ BBC წერს.  

დანაშაულის სქემის გასაშიფრად სამართალდამცველებს 4 წელი დასჭირდათ. საქმე ჩინეთიდან იმპორტირებული ფეხსაცმლის დახმარებით გაიხსნა – ფეხსაცმელში ის ტოქსიკური ნივთიერებები აღმოჩნდა, რომლებიც სიცილიიდან ჩინეთში გაიგზავნა, შემდეგ კი მისგან ფეხსაცმელი დამზადდა.

პოლიციის ინფორმაციით, დააკავეს დაჯგუფების 15 წევრი, მათ შორის, დაჯგუფების მეთაური კლაუდიო კარბონაროა. ის სიცილიაზე 2013 წელს დაბრუნდა და მაფიოზური სტრუქტურის თავკაცი გახდა.

კლაუდიო კარბონარას იტალიაში 1980-1990 წლებში მომხდარ 60-მდე მკვლელობაზე ეკისრება პასუხისმგებლობა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close