იმიგრანტებმა ნეაპოლში ტურისტს ყავაში საძილე საშუალება ჩაუყარეს და გაძარცვეს

პოლიციამ დააკავა ორი იმიგრანტი მამაკაცი, რომლებმაც ნეაპოლის ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიაზე ტურისტი გაძარცვეს. მათ ბულგარეთის მოქალაქეს ყავაში საძილე საშუალება ჩაუყარეს და როცა ამ უკანასკნელმა დაიძინა, გაძარცვეს. ამის შესახებ ILGIORNALE.IT წერს.

52 წლის ალჟირელმა და 38 წლის ტუნისელმა ბულგარელ ტურისტს სიგარეტზე მოკიდება სთხოვეს და თან საუბარი გაუბეს. შემდეგ ქურდებმა ახალ ნაცნობს ყავის დალევა შესთავაზეს სადგურის ბარში და ყავაში ბენზოდიაზეპინი (ფსიქოფარმაცევტული პრეპარატი, რომელიც ღრმა ძილს იწვევს) ჩაუყარეს. დაძინებული ბულგარელი იმიგრანტებმა იოლად გაძარცვეს – წაიღეს მისი ტელეფონი, პირადი ნივთები და საფულე, რომელშიც ნაღდი ფულის სახით სულ რაღაც 37 ევრო აღმოჩნდა.

საბედნიეროდ, ქურდობა სარკინიგზო სადგურზე მოპატრულირე პოლიციელების ფხიზელ თვალს არ გამოჰპარვია.

ბულგარელი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ექიმებმა გამოაფხიზლეს, რომელიც პოლიციამ გამოძახა, დამნაშავეები კი დააკავეს. პოლიციამ დაზარალებულს თავისი ნივთები დაუბრუნა. ჩრდილოაფრიკელი იმიგრანტი ქურდები პოჯორეალეს ციხეში გადაიყვანეს.

კომენტარები