პოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის ფლოტი უფროსკლასელებს წყალქვეშა ნავზე და სარაკეტო კატერზე ეპატიჟება (ვიდეო)

საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი უფროსკლასელებს წყალქვეშა ნავზე და სარაკეტო კატერებზე ეპატიჟება და საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ საინტერესო გასეირნებაში.

ეს პროგრამა, რომელიც შარშან დაიწყო და წელსაც გრძელდება, მეზღვაურების მცველის, წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულის აღნიშვნას უკავშირდება.

გასულ წელს უფროსკლასელთა ჯგუფმა ვერტმფრენით იფრინა და ღია ზღვაში გავიდა სამხედრო ხომალდით.

2020 წლის პროგრამა კი, როგორც აღვნიშნეთ, ახალგაზრდებს წყალქვეშა ნავით და სარაკეტო კატერებით ცურვის უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.

სულ 30 მოსწავლეს აირჩევენ. კენჭისყრა 2019 წლის 5 დეკემბერს გაიმართება სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ საკუთარი თანამშრომლების ოჯახებისთვის ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

კენჭისყრაში გამარჯვებულ პირველ 10 უფროსკლასელს წყალქვეშა ნავზე უმასპინძლებენ, ხოლო დანარჩენ 20-ს – 2 სარაკეტო კატერზე.

არაჩვეულებრივი მოგზაურობა საშობაო და საახალწლო დღესასწაულების დროს მოეწყობა, რათა სასკოლო პროგრამას ხელი არ შეუშალოს.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის განაცხადის ფორმა 2019 წლის 30 ნოემბრამდე უნდა შეავსოთ.

განაცხადის შესავსებად გადადით ამ ლინკზე: https://form.hellenicnavy.gr/klirosi/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close