კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

რატომ ატყდა სკანდალი 7 წლის ოზურგეთელ გოგონასთან დაკავშირებით?

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა 7 წლის ოზურგეთელი გოგონას ფოტოებმა და ვიდეოებმა აჟიოტაჟი გამოიწვია. გოგონა, რომლის დედასაც საკუთარ პირად გვერდზე შვილის ფოტოები უდევს, სოციალური ქსელის ერთ-ერთ კონკურსში მონაწილეობდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ქორწილში გადაღებული ვიდეო, სადაც  გოგონა ცეკვავს. აცვია ძალიან მოკლე გაბა, აქვს მაკიაჟი და ვულგარული მოძრაობებით გამოირჩევა. უფლებადამცველი ბაია პატარაია აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა:

„გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ; ანუ არის ჰიპერსექსუალიზირებული, დასწავლილი მოძრაობებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიმართულია სექსუალური ლტოლვის აღძვრაზე. ამ ვიდეოებს აქვს ათასობით ნახვა, ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად.

განათლების სამინისტროს საღათას ძილით სძინავს საპატრიარქოს და ვასაძისებრთა შიშით, სქესობრივი უმეცრება და პედოფილია კი ყვავის ქვეყანაში.

ბოლო 6 თვეში 28 პირს შეეფარდა პატიმრობა არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე.

შსს-ს უკვე მივმართე და გარკვეული ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვთ.

შეიბრალეთ თქვენი ქალიშვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება, ნუ აქცევთ პატარა გოგონებს პედოფილების სამიზნედ. ბავშვის სექს-ობიექტად გადაქცევა არის საზიანო და ძალიან საშიში პრაქტიკა“.

7 წლის გოგონას დედა, რომლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს სკანდალი მოჰყვა სოციალურ ქსელში, იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ბავშვი და მისი მშობლები სექსუალური ჩაცნისა და ბავშვისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო გააკრიტიკა:

„ეს ჩემი შვილია, 7 წლის. არავის არაფერს ვუმტკიცებ, მაგრამ უმაკიაჟოადაც ბრილიანტი მყავს. აი, თქვენ კი თქვენს ნაკლს ვერ ხედავთ და სხვას აკრიტიკებთ. ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებით. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, თქვენს თავს მიხედეთ. ის კი ნამდვილად ვიცი, თქვენნაირ სულით მახინჯ ადამიანად ნამდვილად არ აღვზრდი. მადლობა ყურადღებისათვის“, – წერს ქალბატონი.

უფლებადამცველები კი  შსს-ს და სოციალურ სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. უფლებადამცველ ბაია აპატარაიას განცხადებით, ბოლო დროს ძალიან მოიმატა საქართველოში პედოფილიის ბრალდებით დაკავებული პირების რიცხვმა და მშობლებს მეტი ყურადღება და სიფრთხილე მართებთ.

guria.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close