7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას დღეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ბარბაიძემ  გამოაცხადა.

მოსამართლის განმარტებით, მან ბავშვთა ევროული კონვენციით იხელმძღვანელა და რადგან მსჯავრდებული არასრულწლოვანია, მას საბოლოდ სასჯელის ზომად 6-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა.
მსჯავრდებულს ფსიქოლოგიურ დახმარებასაც აღმოუჩენენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა მოკლული ჩვილის მამის ოჯახმა. ისინი აცხადებდნენ, რომ სასჯელი დანაშაულთან შედარებით ძალიან მცირეა.

„პარლამენტთან მიმდინარე აქციას კიდევ ერთი შვილმოკლული მამა შეუერთდება“, – აცხადებს ადვოკატი ნონა დვალიშვილი.

წყარო: newposts.ge

ამავე თემაზე: 16 წლის დედამ 7 თვის შვილი „ქმრის გასამწარებლად“ მოკლა

კომენტარები