fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

რუსეთში აივანზე მოწევა იკრძალება

რუსეთში აივანზე სიგარეტის მოწევა იკრძალება. რუსული მედიის ცნობით, ეს ახალ ხანძარსაწინააღმდეგო ზომებს უკავშირდება, რომელიც ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა.

ბინების, სასტუმროებისა და საერთო საცხოვრებლების აივნებზე იზღუდება ღია ცეცხლის გამოყენება, ამრიგად, იკრძალება მწვადის შეწვა, სანთლების დანთება ან სიგარეტის მოწევა.

კიდევ ერთი ცვლილება კინოთეატრებს უკავშირდება, სადაც სეანსის დაწყებამდე სახანძრო უსაფრთხოების თაობაზე ინფორმაცია გავა.

ახალი წესები მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.

1tv.ge

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close