საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში გაუჩინარებული ქართველი გოგო საავადმყოფოში იპოვეს

საბერძნეთის დედქალაქ ათენში 5 დღის წინ გაუჩინარებული სალომე გოგინაშვილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გოგონას დედა, ნონა კუპრაშვილი ავრცელებს. 

ქალბატონი ნონა დღეს Star-ის ეთერით გამოვიდა და საზოგადოებას დახმარება სთხოვა. ირკვევა, რომ სალომე ამჟამად გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა ქალი, 32 წლის სალომე გოგინაშვილი, ათენში, შაბათს (21/09) 13:00 საათზე სახლიდან გავიდა და უგზო-უკვლედ დაიკარგა. ერთ-ერთი ინფორმაციით, სანამ კვალი გაქრებოდა, სალომე ატიკის მეტროსთან ახლოს დააფიქსირეს.

sputnik-georgia.com

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, სალომეს ახლობლის თქმით, იგი შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს, კი­თხვებ­ზე მხო­ლოდ იმას პა­სუ­ხობ­და, რომ სა­ლო­მე ჰქვია.

გო­გო­ნა ათე­ნის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც ტელევიზიას შე­ა­ტყო­ბი­ნეს და­კარ­გუ­ლის პოვ­ნის თა­ო­ბა­ზე, ოჯახ­ში კი სწო­რედ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და­რე­კეს და სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვი­ლის ადგილსამყოფელის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს. დე­დამ, ქალბატონმა ნონა კუპრაშვილმა, უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლა შვი­ლი.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლისვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალგაზრდა ქალი პორტთან უცნობმა ადა­მი­ან­მა იპო­ვა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნა. და­კარ­გულს უჭ­მე­ლო­ბის­გან ორ­გა­ნიზ­მი და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი და გა­მო­ფი­ტუ­ლი აქვს და რამ­დე­ნი­მე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რებს.

სად იმყოფებოდა იგი ამ დღეების განმავლობაში და რატომ აღმოჩნდა პორტში შოკურ მდგომარეობაში, ჯერჯერობით უცნობია.

სალომეს დედამ, ქალბატონმა ნონა კუპრაშვილმა თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა:

„ჩემი სალო ცოცხალია… ვნახეთ… მადლობა და ჩემგან დიდი სიყვარული ყველა ქართველ ემიგრანტს და მთელ საქართველოს ასეთი გულისხმიერად გვერდში დგომისთვის, დალოცვილი იყავით ყველანი თქვენი ოჯახებით, უფალი გფარავდეთ მუდამ… მეამაყებით ჩემო საყვარელო ხალხნო“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close