არველაძეების გუნდი უზბეკეთის ჩემპიონია – ქართველების წარმატებას ელჩი სიმღერით აღნიშნავს (ვიდეო)

შოთა არველაძის გუნდი, უზბეკეთის სუპერლიგის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

მე-20 ტურში ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა ტაშკენტის „ფახტაკორმა“ გასვლაზე ბეკაბადის „მეტალურგი“ დაამარცხა ანგარიშით 2:1 და ოთხწლიანი შესვენების შემდეგ ოქროს მედლები მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძეს ასევე ქართველი სპეციალისტი გოჩა ტყებუჩავა ეხმარება, ხოლო გუნდის სპორტული დირექტორია შოთას ტყუპისცალი არჩილ არველაძე.

ძმები არველაძეების ფონდმა გაავრცელა სახალისო ვიდეო, რომელშიც ტყუპებთან და გოჩა ტყებუჩასთან ერთად ქართველი მწვრთნელების მიერ გაწვრთნილი გუნდის წარმატებას საქართველოს ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი და საელჩოს თანამშრომელი ანდრო მელაძე აღნიშნავენ.

1tv.ge/

კომენტარები