ჰოროსკოპი

მზის დაბნელების გავლენით – კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 10–16 აგვისტო

12 აგვისტოს მზის სრული დაბნელება და ახალმთვარეობა ამ კვირის მთავარი ასტროლოგიური მოვლენებია. დაბნელება ლომის ნიშანში ხდება და ასტროლოგიურ კალენდარში ცვლილებების, ახალი ეტაპისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პერიოდად მიიჩნევა. ამავე დროს, 12 აგვისტო „ლომის კარიბჭის“ პერიოდს ასრულებს – ეზოთერულ ტრადიციაში ეს დრო ახალი მიზნების დასახვასა და ძველი ეტაპის დახურვასთან ასოცირდება.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, ასეთი ენერგეტიკულად დატვირთული პერიოდი გვიბიძგებს, გადავხედოთ იმას, რაც უკვე აღარ გვაძლევს წინსვლის საშუალებას და დავფიქრდეთ, რა გვინდა მომავალში შევცვალოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ. პირიქით, დაბნელების დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი და მნიშვნელოვანი ნაბიჯების წინ სიტუაციის მშვიდად შეფასება.

კვირის საერთო ფონი შედარებით სტაბილური იქნება, თუმცა ყურადღების მოდუნება მაინც არ ღირს. კარგი პერიოდია დაწყებული საქმეების დასასრულებლად, ფინანსური ვალდებულებების მოსაწესრიგებლად, სახლისა და ყოველდღიური გარემოს დასალაგებლად და საკუთარ თავზე ზრუნვისთვის.

12 აგვისტოს დაბნელებას რამდენიმე მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტიც ემთხვევა, რაც კვირის შუა ნაწილს განსაკუთრებით საინტერესოს და დინამიკურს გახდის. ურთიერთობებში შესაძლოა ემოციებმა იმატოს, კომუნიკაციაში მეტი სიფრთხილე გახდეს საჭირო, ხოლო შემოქმედებით და პროფესიულ სფეროებში ახალი იდეები და მოულოდნელი შესაძლებლობები გაჩნდეს.

აგვისტოს შუა რიცხვების კვირა შედარებით სტაბილურ ფონზე ჩაივლის, თუმცა ყურადღების მოდუნება მაინც არ ღირს. ამ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებული საქმეების მშვიდად დასრულება, ფინანსური ვალდებულებების მოწესრიგება და იმ საკითხებისთვის დროის გამოყოფა, რომლებსაც ბოლო პერიოდში მუდმივად დებთ.

კვირა ხელსაყრელია ოჯახურ ურთიერთობებზე ზრუნვისთვის, სახლისა და ყოველდღიური გარემოს მოწესრიგებისთვის, ასევე საკუთარი ენერგიის აღსადგენად. რაც უფრო ნაკლებად იჩქარებთ და რაციონალურად შეაფასებთ სიტუაციას, მით უფრო მარტივად გაუმკლავდებით მოულოდნელ ცვლილებებს.

ამ კვირაში ცაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება, რაც ურთიერთობებზე, კომუნიკაციაზე, ფინანსებსა და ახალი იდეების განვითარებაზე აისახება.

🌙 10 აგვისტო – ვენერას ოპოზიცია ნეპტუნთან

ამ ასპექტის პერიოდში ადამიანებს შესაძლოა რეალობის იდეალიზებისკენ გაუჩნდეთ მიდრეკილება. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ პირად ურთიერთობებში: როცა ადამიანი ძალიან მოგვწონს, მისი ნაკლოვანებების შემჩნევა ზოგჯერ მართლაც გვიჭირს.

ამიტომ ახალი ურთიერთობის დაწყების, მნიშვნელოვანი პირადი გადაწყვეტილების ან დიდი ფინანსური ნაბიჯის გადადგმისას ემოციებთან ერთად ფაქტებსაც მიაქციეთ ყურადღება. მგრძნობელობა და ემოციურობა შეიძლება ჩვეულებრივზე მეტად გამძაფრდეს.

⚡ 12 აგვისტო – მერკურის ოპოზიცია პლუტონთან

ეს ასპექტი კომუნიკაციას უფრო დაძაბულს ხდის. ადამიანები შეიძლება ზედმეტად კრიტიკულები გახდნენ, სიტყვებს კი იმაზე მეტი ძალა ჰქონდეს, ვიდრე ჩვეულებრივ.

ჭორებმა, ირონიამ ან დაუფიქრებლად ნათქვამმა ფრაზამ შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს. კარგი იქნება, სანამ ვინმეს პასუხს გასცემთ, დაფიქრდეთ, ნამდვილად საჭიროა თუ არა პასუხი.

💕 12 აგვისტო – ვენერას ტრინი ურანთან

ეს უფრო მსუბუქი და სასიამოვნო ენერგიის ასპექტია. ურთიერთობებში მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი – საინტერესო ნაცნობობა, მოულოდნელი შეხვედრა, საჩუქარი ან სიყვარულის მოულოდნელი გამოხატვა.

შემოქმედებით საქმიანობაში კი ეს ასპექტი ახალი იდეების გაჩენას და ექსპერიმენტების სურვილს შეუწყობს ხელს. ფინანსებში შესაძლოა საინტერესო შესაძლებლობაც გამოჩნდეს, თუმცა ნებისმიერი შემოთავაზების მიღებამდე პირობების გადამოწმება მაინც აუცილებელია.

🎨 12 აგვისტო – მერკურის ტრინი ნეპტუნთან

ინტუიცია, წარმოსახვა და ემპათია ამ პერიოდში ძლიერდება. ეს კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მუსიკისთვის, ხელოვნებისთვის, წერისა და იმ საკითხებზე ფიქრისთვის, რომლებიც, ჩვეულებრივ, რაციონალური მიდგომით რთულად გვარდება.

ამასთან, ემოციებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე, ამიტომ მნიშვნელოვან საკითხებში ინტუიცია ფაქტებს უნდა შეუთავსოთ.

💡 12–13 აგვისტო – მერკურის სექსტილი ურანთან

ეს ასპექტი ხელს უწყობს სწრაფ და არასტანდარტულ აზროვნებას. შეიძლება მოულოდნელად იპოვოთ გამოსავალი პრობლემისთვის, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ.

კარგი პერიოდია ახალი ცოდნის მისაღებად, ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის, სწავლისთვის, კვლევისა და ახალი იდეების განვითარებისთვის.

💬 13–14 აგვისტო – მერკურის სექსტილი ვენერასთან

კომუნიკაცია უფრო მარტივი და სასიამოვნო ხდება. კარგი დღეებია მოლაპარაკებებისთვის, შერიგებისთვის, მნიშვნელოვანი საუბრის დასაწყებად და ურთიერთობაში დაგროვილი გაუგებრობების გასაფანტად.

ასევე ხელსაყრელი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ხელოვნებისა და ესთეტიკასთან დაკავშირებული საქმეებისთვის.

🌟 15 აგვისტო – მერკურის შეერთება იუპიტერთან

ეს კვირის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია. ის ხელს უწყობს ახალი ცოდნის მიღებას, იდეების განვითარებას, მოგზაურობის დაგეგმვას, სწავლებას და ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებას.

კარგი დროა საკუთარი იდეების ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად, თუმცა ზედმეტი დაპირებების გაცემა არ ღირს – ენთუზიაზმი რეალურ შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს.

ამ კვირის მთავარი რჩევა კი ასეთია: ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ, მაგრამ არც მხოლოდ ემოციის გავლენით იმოქმედოთ. ზოგჯერ ახალი ეტაპის დასაწყებად ჯერ ძველის მშვიდად დასრულებაა საჭირო.

♈ ვერძი

ამ კვირამ შესაძლოა ახალი პროფესიული მიმართულების, სამუშაოს ცვლილების ან იმიჯის განახლების სურვილი გაგიჩინოთ. სანამ რადიკალურ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად შეაფასეთ, რას იგებთ და რას კარგავთ.

სამსახურში ინიციატივა გამოგადგებათ, განსაკუთრებით – თუ დიდი პროექტის დაწყებას ან მნიშვნელოვანი საქმის დასრულებას გეგმავთ. ურთიერთობებში კი ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს.

რჩევა: მოთმინება ამ კვირაში თქვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იქნება. ყველა საკითხზე დაუყოვნებლივ რეაგირება საჭირო არ არის.

სასიკეთო დღეები: 13, 15
არახელსაყრელი დღე: 12

♉ კურო

სამსახურში შესაძლოა რამდენიმე მოულოდნელი ცვლილება ან გაუთვალისწინებელი საკითხი გამოჩნდეს. ეცადეთ, მცირე პრობლემებს ზედმეტი ემოცია არ დაუპირისპიროთ – ყველაფერი იმაზე მარტივად მოგვარდება, ვიდრე თავიდან მოგეჩვენებათ.

კვირის მეორე ნახევარში საინტერესო საქმიანი შემოთავაზება ან ახალი შესაძლებლობა შეიძლება გამოჩნდეს. შაბათ-კვირას ახლობელი ადამიანის დახმარება დაგჭირდებათ ან თავად მოგიწევთ ვინმეს გვერდით დგომა.

რჩევა: თუ ბოლო პერიოდში ზედმეტად მოწყენილი ან დაძაბული ხართ, მეგობრებთან შეხვედრა და გარემოს შეცვლა ნამდვილად გამოგადგებათ.

სასიკეთო დღეები: 12, 16
არახელსაყრელი დღე: 15

♊ ტყუპი

კვირა ახალი ნაცნობობისა და სასარგებლო კავშირების დასამყარებლად კარგ შესაძლებლობებს გიმზადებთ. სამსახურში შესაძლოა ერთზე მეტი საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე თითოეული ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეები გულდასმით შეაფასეთ.

კვირის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფინანსური საკითხების მოსაწესრიგებლად. პირად ცხოვრებაში კი გულწრფელი საუბარი დიდი ხნის გაუგებრობის გარკვევაში დაგეხმარებათ.

რჩევა: ემოციური შოპინგისგან თავი შეიკავეთ – განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაცის შეძენის სურვილი მხოლოდ წამიერად გიჩნდებათ.

სასიკეთო დღეები: 14, 16
არახელსაყრელი დღე: 13

♋ კირჩხიბი

თუ სამსახურის შეცვლაზე ფიქრობთ, ამ კვირაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ. სამაგიეროდ შესანიშნავი დროა პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად, ახალი ცოდნის მისაღებად და სამომავლო გეგმების დასახვისთვის.

პირად საკითხებში ინტუიცია ბევრ რამეში დაგეხმარებათ, თუმცა ყველა გეგმის სხვებისთვის გაზიარება აუცილებელი არ არის. ოჯახის მხარდაჭერა კი ამ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

რჩევა: დიდი და დაუგეგმავი ხარჯებისგან თავი შეიკავეთ და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას ცოტა მეტი დრო დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 12, 13
არახელსაყრელი დღე: 15

♌ ლომი

კვირის დასაწყისში საქმიანი შეხვედრები და ახალი პროფესიული შესაძლებლობები გელოდებათ. დიდი შანსია, რომ საინტერესო წინადადება მიიღოთ, თუმცა საბოლოო შედეგი თქვენს ძალისხმევასა და შემდგომ მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

კვირის მეორე ნახევარში უმჯობესია გადადებული საქმეები დაასრულოთ, ვიდრე ერთდროულად რამდენიმე ახალი პროექტი წამოიწყოთ. ფინანსურ საკითხს რაც შეეხება, ზედმეტი ხარჯებისგან თავის შეკავება გონივრული იქნება და მოგვიანებით საკუთარ თავს მადლობას ეტყვით..

რჩევა: ოჯახში თქვენი აზრის სხვებისთვის თავზე მოხვევას მოერიდეთ. მტკიცე პოზიცია და მბრძანებლური ტონი ერთი და იგივე არ არის.

სასიკეთო დღეები: 12, 15
არახელსაყრელი დღე: 14

♍ ქალწული

თქვენთვის ეს კვირა გადაწყვეტილებების მიღებისა და სამომავლო გეგმების დასახვის თვალსაზრისით საკმაოდ პროდუქტიულია. დეტალების მიმართ თქვენი ყურადღება განსაკუთრებით გამოგადგებათ ფინანსურ საკითხებში და შესაძლოა ისეთი შეცდომა აგაცილოთ თავიდან, რომელსაც სხვები ვერ შეამჩნევდნენ.

ძველი მეგობრებისგან მიღებულ მიწვევაზე უარის თქმა არ ღირს. პირად ურთიერთობებში კი შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა სიტუაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

რჩევა: შაბათ-კვირას საკუთარ თავს ცოტა სიმშვიდე აჩუქეთ – წიგნი, სეირნობა ან, უბრალოდ, მშვიდი დღე დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში.

სასიკეთო დღეები: 10, 15
არახელსაყრელი დღე: 13

♎ სასწორი

ამბიცია, მონდომება და პროფესიული გამოცდილება ამ კვირაში მნიშვნელოვანი შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია კარიერული მიზნების გადასახედად, თუმცა მიზნები თქვენს რეალურ შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს.

ეცადეთ, თქვენი ენერგია ნამდვილად მნიშვნელოვან ადამიანებსა და საქმეებს დაუთმოთ. ჭორები და ინტრიგები სამუშაოზე მხოლოდ დროს დაგაკარგვინებთ. პარალელურად კი ოჯახის წევრებისთვისაც გამონახეთ დრო.

რჩევა: საკუთარი თავისთვის დროის დატოვება ეგოიზმი არ არის – გადაღლილ მდგომარეობაში ვერც სამსახურს და ვერც პირად ურთიერთობებს სრულფასოვნად ვერ გაუმკლავდებით.

სასიკეთო დღეები: 13, 16
არახელსაყრელი დღე: 15

♏ მორიელი

ამ კვირაში მიზნის მისაღწევად ერთზე მეტი გზა გამოჩნდება. შესაძლოა დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობა ან პროფესიული წინსვლის შანსი გაჩნდეს, თუმცა ყურადღება უპირველესად იმ საქმეებზე გაამახვილეთ, რომლებიც უკვე თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა.

კოლეგებთან ურთიერთობაში ტაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სახლში კი შესაძლოა მცირე საყოფაცხოვრებო პრობლემა გაჩნდეს, რომელიც დამატებით ხარჯს მოითხოვს, თუმცა მისი მოგვარება რთული არ იქნება.

რჩევა: შაბათ-კვირას გარემოს შეცვლა და სრულფასოვანი დასვენება კარგი საშუალება იქნება დაგროვილი დაძაბულობის მოსახსნელად.

სასიკეთო დღეები: 11, 16
არახელსაყრელი დღე: 14

♐ მშვილდოსანი

ამ კვირაში სისწრაფეზე მეტად წინდახედულობა გამოგადგებათ. შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, თუმცა ყველაფრის დაუყოვნებლივ დაჯერება არ ღირს – განსაკუთრებით, თუ ინფორმაცია დაუდასტურებელია ან ზედმეტად კარგ შესაძლებლობად მოჩანს.

ეს კარგი პერიოდია დამოუკიდებლად მუშაობისა და კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. ნაკლები საუბარი და მეტი მოქმედება თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.

რჩევა: ნუ მოერიდებით საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. თუ თქვენი შრომა და იდეები სხვებისთვის თვალსაჩინო გახდება, თავდაჯერებაც მოგემატებათ.

სასიკეთო დღეები: 12, 16
არახელსაყრელი დღე: 11

♑ თხის რქა

თვითკონტროლი და პრაქტიკული მიდგომა ამ კვირაში ბევრ საკითხს გაგიმარტივებთ. მეგობრის ან გამოცდილი ადამიანის რჩევა შესაძლოა განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს.

კვირის მეორე ნახევარში მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახს, დასვენებასა და ყოველდღიურ რეჟიმს. ყველა გეგმის სხვებისთვის მოყოლა საჭირო არ არის, მაგრამ ზედმეტი ეჭვებისა და უნდობლობისგანაც თავი შეიკავეთ.

რჩევა: სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ფიზიკური აქტივობა და დღის განმავლობაში მცირე შესვენებები დაგეხმარებათ დაძაბულობის შემცირებაში.

სასიკეთო დღეები: 14, 15
არახელსაყრელი დღე: 12

♒ მერწყული

ამ კვირაში მთავარი ყურადღება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ყოველდღიური კომფორტის შექმნას დაეთმობა. სამსახურში შესაძლოა მცირე შეფერხებები წარმოიშვას, მაგრამ პანიკის მიზეზი არ იქნება – მთავარია, თითოეულ საკითხს თანმიმდევრულად მიუდგეთ.

ურთიერთობებში მეტი სითბო და ყურადღება გამოიჩინეთ. შაბათ-კვირა ხელსაყრელია სტუმრების მისაღებად, საყვარელ ადამიანთან დროის გასატარებლად ან, უბრალოდ, მშვიდ გარემოში დასასვენებლად.

რჩევა: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები უყურადღებოდ არ დატოვოთ. თუ რაიმე პრობლემა გაწუხებთ, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და ნუ გადადებთ დაგეგმილ შემოწმებებს.

სასიკეთო დღეები: 11, 15
არახელსაყრელი დღე: 14

♓ თევზები

ამ კვირაში ინტუიცია ნამდვილად დაგეხმარებათ, თუმცა მხოლოდ შინაგან ხმას ნუ დაეყრდობით – ფაქტებიც გადაამოწმეთ. სამსახურში ეცადეთ, სხვისი პასუხისმგებლობები ავტომატურად საკუთარ თავზე არ აიღოთ – ზედმეტი დატვირთვა სწრაფად დაგღლით.

კარგი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სახლის მოწესრიგებისა და იმ საქმეებისთვის, რომლებიც შინაგან სიმშვიდეს გაძლევთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, თუ იმპულსურ ხარჯებს მოერიდებით.

რჩევა: შაბათ-კვირას საკუთარ თავს დასვენების საშუალება მიეცით – კარგი წიგნი, საყვარელი კერძის მომზადება ან მშვიდი საღამო ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.

სასიკეთო დღეები: 12, 15
არახელსაყრელი დღე: 11

თამთა გურული

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close