ისტორიასაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის ჩრდილოეთში აღმოჩენილი ქვა „ილიადასა“ და „ოდისეას“ წარმოშობის ძირითად ვერსიას ამყარებს

არქეოლოგებმა საბერძნეთის ჩრდილოეთში აღმოაჩინეს მინიატურული ქვა, რომელზეც ბრძოლის სცენა დეტალურად არის ამოტვიფრული. მეცნიერების თქმით, არტეფაქტი ჰომეროსის „ილიადას“ და „ოდისეას“ წარმოშობის ძირითად ვერსიას ამყარებს.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, ქვა ქალაქ პილოსში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ სამარხში იპოვეს. 2015 წელს იქვე მიაგნეს კრეტელი ჯარისკაცის ნაწილებს და სხვა სამკაულებს, რომელთა ასაკი 3500 წელია. როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, აღმოჩენილი ქვა სწორედ ამ მეომარს ეკუთვნის.

არქეოლოგები აღფრთოვანდნენ ქვაზე ამოტვიფრული ნახატის დეტალიზაციით. ათენში ბრიტანული არქეოლოგიური სკოლის დირექტორის, ჯონ ბენეტის თქმით, ქვა მინიატურული ხელოვნების შედევრია, რომლის შედარებაც მიქელანჯელოს ნახატებთანაც კი შეიძლება.

ქვის შესწავლის დროს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბრძოლის სცენა ძალიან ჰგავს ჰომეროსის ეპოსში მოთხრობილ აქილევსის და ტროელი ჰექტორის შერკინებას. პოემაში აღწერილია მებრძოლების ჩაცმულობა და ისიც კი, როგორ მოძრაობდნენ გმირები.

ისტორიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ „ილიადა“ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IX-VII საუკუნეში დაწერეს. არქეოლოგების ახალი აღმოჩენა ამ ვერსიას ამყარებს.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს სცენა ჰომეროსმა გამოიგონა. სავარაუდოდ, ეს სცენა იმ სიმღერებსა და მითებში იყო აღწერილი, რომლებიც ძველ საბერძნეთში იყო ცნობილი“, – აცხადებს ცინცინატის უნივერსიტეტის პროფესორი შერონ სტოკერი.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close