კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს დედის წერილთან ერთად

გუშინ თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე სტუდენტმა საბავშვო კალათაში მოთავსებული ჩვილი იპოვა, რომლის ასაკი ერთ თვემდეა. ბავშვთან ერთად კალათაში იდო ასევე საფენები და დედის წერილი, რომელშიც ქალი წერდა, რომ ბავშვის გაზრდის საშუალება არ აქვს, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას ითვალისწინებს. მათივე ცნობით, ჩვილი კლინიკაში გადაიყვანეს. ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close