მსოფლიოსაზოგადოებასპორტი

ვანო კარკაძე – 2019 წლის მსოფლიო თასის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე

საქართველოს ნაკრების კვაჭი, ვანო კარკაძე მსოფლიო თასზე, რომელიც იაპონიაში გაიმართება, ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე იქნება.

ვანო კარკაძე მსოფლიო თასის ტურნირის დაწყების მომენტისთვის 19 წლის და 86 დღის იქნება (რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 2019 წლის 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერამდე გასტანს; მასში 20 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს); ვანოს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე ავსტრალიის ნაკრების უკანახაზელი ჯორდან პეტაიაა, რომელიც ქართველ მორაგბეზე დაახლოებით 3 თვით არის უფროსი.

ვანო კარკაძემ წელს უმცროსი ბორჯღალოსნების რიგებში 20 წლამდელთა მსოფლიო თასზე იასპარეზა და ერთი ლელოს დადება მოახერხა, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი უკვე 3 მატჩში ითამაშა.

წყარო: myrugby.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close