მიგრაციამსოფლიოკრიმინალი

აფრიკელმა ლტოლვილმა ბავშვი მძევლად აიყვანა

გერმანიის ქალაქ ვისმარში აფრიკიდან (სავარაუდოდ, განიდან) დევნილ მამაკაცს თითქმის 5 საათის განმავლობაში ჰყავდა მძევლად აყვანილი ჩვილი ბავშვი უცხოელთა საქმეების განყოფილებაში. პოლიციის სპეციალურმა რაზმმა მოახერხა ჩვილის გათავისუფლება და მამაკაცი დააპატიმრა.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ბავშვი უვნებელია.

ბოლო ცნობებით, შესაძლებელია ჩვილი თავად აფრიკელის შვილი იყოს, რომელსაც იგი ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის იყენებდა, რათა გერმანიაში დარჩენილიყო. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შეუიარაღებელი იყო.

პოლიციამ შენობას ალყა შემოარტყა და მამაკაცთან მოლაპარაკებებს ადგილობრივი დროით 14:30 სთ-იდან აწარმოებდა. როგორც  ადგილობრივი ადმინისტრაციის უფროსმა კერსტინ ვაისმა განაცხადა, უცხოელთა საქმეების განყოფილების ყველა თანამშრომელმა შენობა დატოვა.

გერმანიას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან დევნილების საკმაოდ დიდი ნაკადი მიაწყდა მას შემდეგ, რაც ანგელა მერკელმა თავისი „ღია კარის“ პოლიტიკა გამოაცხადა.

ამან გერმანიაში რამდენიმე დიდი საპროტესტო მოძრაობა წარმოშვა მას შემდეგ, რაც გახშირდა ინციდენტები ახალჩასულთა მონაწილეობით, რომელთა შედეგადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა  ტრავმები მიიღეს ან დაიღუპნენ.

2018 წლის ზაფხულში ერთ-ერთმა ყველაზე ფართომასშტაბიანმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა ქალაქი ჰემნიცი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close