პირველი ქართველი ქალი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში – ქართველი „მგელი“ ლიანა ჯოჯუა (ვიდეო)

7 სექტემბერს აბუ დაბიში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (ULTIMATE FIGHTING CHAMPIONSHIP) მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლა ჩატარდება.

ქართველი გულშემატკივარისთვის აბუ დაბის საბრძოლო დღე განსაკუთრებულია, რადგან ამ დღეს ლიანა ჯოჯუა UFC-ს ოქტაგონზე პირველ ოფიციალურ ბრძოლას გამართავს. 24 წლის ქართველი კანადელ სარა მორასს დაუპირისპირდება

აღსანიშნავია, რომ აბუ დაბიში ქალთა შორის UFC-ის ბრძოლა პირველად იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯოჯუა ისტორიული მოვლენის მონაწილე იქნება. ქართველმა მებრძოლმა საბრძოლო ხელოვნებების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის მარტში გააფორმა.

შერეულ ორთაბრძოლებში ჯოჯუას ანგარიშზე 9 ორთაბრძოლაა, საიდანაც 7 ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

ერთ-ერთმა ამერიკულმა სპორტულმა გამოცემამ UFC-ს 10 ყველაზე ლამაზი ქალი მებრძოლი დაასახელა, სადაც პირველი ადგილი ლიანა ჯოჯუამ დაიკავა.

კომენტარები