ბრიტანეთში ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინეს, რომელსაც მიგრანტები არალეგალურად გადაყავდა

დიდ ბრიტანეთში ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინეს, რომელსაც მიგრანტები ირლანდიიდან დიდ ბრიტანეთში ფულის სანაცვლოდ არალეგალურად გადაყავდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ წერს, დაჯგუფების ლიდერ ი. დ.-ს, რომელიც 35 წლისაა, 5 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მედიასაშუალების ცნობით, მას მიგრნატები, მათ შორის, საკუთარი ოჯახის წევრებიც, დუბლინიდან უელსის ქალაქ ჰოლიჰედში ბორნით გადაყავდა.

დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ი. დ.-ისა  და მისი დაჯგუფების დახმარებით არალეგალურად ჩასული, სულ მცირე, 19 ადამიანი იმყოფება.

დაჯგუფების ლიდერის გარდა გასამართლებულებია კიდევ ოთხი ქართველი მამაკაცი.

1tv.ge
კომენტარები