დღის თემაიტალიაპოლიტიკასაზოგადოება

იტალიის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო – კონტემ რესპუბლიკას ერთგულებას შეჰფიცა

იტალიის ახალმა მთავრობამ ჯუზეპე კონტეს მეთაურობით დღეს, 5 სექტემბერს დილით კვირინალის საპრეზიდენტო სასახლეში ფიცი დადო, პრეზიდენტ სერჯო მატარელას თანხლებით. საზეიმო ცერემონიას კვირინალის სასახლიდან ყველა იტალიური ტელეარხი გადაცემდა პირდაპირ ეთერში.

პირველად ფიცი პრემიერ-მინისტრმა დადო – ჯუზეპე კონტემ ტრადიციული ფიცის ფორმულა წარმოთქვა: „ვფიცავ, ვუერთგულო რესპუბლიკას, დავიცვა კონსტიტუცია და კანონები და შევასრულო ჩემი ფუნქციები ნაციის ინტერესების შესაბამისად“.

ამჟამინდელი კოალიციური სამთავრობო კაბინეტი, რომელიც ახალ საპარლამენტო უმრავლესობას ეყრდნობა – „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ და „დემოკრატიული პარტიის“ ალიანსს – 21 მინისტრისგან შედგება (მათგან 8 – უპორტფელოა). ამ შემადგენლობიდან 11 „5 ვარსკვლავის მოძრაობას“ წარმოადგენს, 9 – დემოკრატიულ პარტიას, ერთი მინისტრი მემარცხენე პატარა პარტიის წარმომადგენელია („თავისუფლები და თანასწორები“), ერთი კი – დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატია (ლუჩანა ლამორჯეზე, მილანის ყოფილი პრეფექტი, რომელმაც მატეო სალვინი შეცვალა შს მინისტრის პოსტზე).

პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალი უხელმძღვანელებს – ლუჩანა ლამორჯეზე, რომელიც მილანის პრეფექტი იყო. სწორედ მან შეცვალა მატეო სალვინი.

ახლა უკვე ახალ მთავრობას პარლამენტმა (ორივე პალატამ) უნდა დაუჭიროს მხარი. სავარაუდოდ, კენჭისყრა დეპუტატთა პალატაში და სენატში მომავალ ორშაბათს და სამშაბათს გაიმართება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, დიდი ალბათობით, ახალ მთავრობას პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების მხრივ პრობლემა არ შეექმნება.

ნიკო აბაშიშვილი

ამავე თემაზე: ჯუზეპე კონტემ ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა – ვინ შეცვალა მატეო სალვინი?

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გადადგა, დანიშნავს თუ არა სერჯო მატარელა ვადამდელ არჩევნებს?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close